დღეს რთულია ისეთი ადამიანის წარმოდგენა, რომელმაც ყავის გემო არ იცოდეს. ამ სასმლის თაყვანისმცემლების რაოდენობა მთელ მსოფლიოში უთვალავია, თანაც ქართველებს ძალიან გვიყვარს, მაგრამ პლანეტის ყველაზე პოპულარული სასმელი უკვე მრავალი წელია ყველაზე მწვავე კამათის საგანია. მთავარი კითხვებია, ყავა მავნეა თუ სასარგებლო, საშიშია მისი დალევა თუ არა, რამდენი ფინჯნის დალევა შეიძლება ისე, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე არ ვინერვიულოთ?
მინდა გაგიმხილოთ რამდენიმე საინტერესო ფაქტი ყავის შესახებ, კერძოდ მისი რეალური გავლენის შესახებ ჩვენს ორგანიზმზე.
სად და როდის დაიწყეს ადამიანებმა პირველად ყავის დალევა? უამრავი ლეგენდა არსებობს, მაგრამ მკვლევართა უმრავლესობა იმ აზრს იზიარებს, რომ პირველად ამ სასმლის გამამხნევებელი ეფექტი ეთიოპიაში შენიშნეს. იქიდან ყავა იემენში მოხვდა, შემდეგ კი მსოფლიოს სხვა ნაწილებში.
ყავას იღებენ ყავის ხეებზე მზარდი ნაყოფების თესლებისგან. დღეს ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სასმელია და რა თქმა უნდა ყოველ წლიურად მწარმოებლებისთვის მილიარდობით შემოსავალი მოაქვს.
ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რატომ ვიცით ჩვენ ან არ ვიცით ყავის მრავალი უსიამოვნო და ხშირად საშიში თვისების შესახებ თითქმის არაფერი.
რა არის ნატურალური ყავა?
თუ გულწრფელად ვილაპარაკებთ, ნატურალურად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ მწვანე ფერის ყავის მარცვლები, რომლებსაც ჯერ არ გაუვლიათ არანაირი თერმული დამუშავება, იმიტომ რომ მოხალვის შემდეგ ბუნებრივ კომპონენტებს ემატება სხვადასხვა სინთეზური ნაერთების ქიმიური ნარევი. ისინი თავდაპირველ პროდუქტში არ არსებობს, ასეთი ნივთიერება დაახლოებით ათასია აღწერილი, მათგან 800 პასუხისმგებელია არომატზე, დანარჩენი გემოზე.
ყველაზე დიდ საფრთხეს იწვევს კანცეროგენი აკრილამიდი, რომელიც ასევე მოხალვის პროცესში წარმოიქმნება. რომ გავიგოთ სიტყვა „კანცეროგენი“ წარმოშობილია ლათინური სიტყვიდან cancer, ანუ კიბო. რაც უფრო მუქია ყავის მარცვლები, მით მეტი ეს ნივთიერებაა მათში. აკრილამიდი მუტაგენია ის ზემოქმედებს უჯრედებზე და მათი გაყოფის პროცესში მუტაციებს იწვევს.
რა თქმა უნდა ყველაფერი დოზაზეა დამოკიდებული, მაგრამ ყველა ჩვენგანს ჰყავს მეგობრები, რომლებიც დღეში ერთი ან ორი ფინჯნით არ შემოიფარგლებიან.
რის ხარჯზე ხდება ყავის გამამხნევებელი ეფექტი? ჩვენ ხშირად ვხედავთ რეკლამაში, როგორ ხდება ძილმორეული და დაღლილი ადამიანი, ერთი ყლუპი ყავის დალევის შემდეგ, მაშინვე ძალებითა და ენერგიით სავსე, მაგრამ ეს სრული სიმართლეც არ არის.
ყავის აღმგზნები მოქმედება დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ ყავა ადამიანს არანაირი დამატებითი ენერგეტიკული რესურსით არ ამარაგებს. პირიქით ის ფიტავს მის ხელთ არსებულ მარაგს. რატომ? მოდით ამ მექანიზმში გავერკვეთ. კოფეინი მედიცინაში ეს ნივთიერება ცნობილია როგორც ქსანტინური ალკალოიდი. მისი ქიმიური ფორმულა ასე გამოიყურება.
ფინჯან ყავაში კოფეინის შემცველობა ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ყავის სახეობაზე, დამუშავებაზე, სასმლის ტიპზე, ფინჯანში ჩაყრილი კოვზების რაოდენობაზე და არა მხოლოდ ამაზე. უპირველეს ყოვლისა კოფეინი ასტიმულირებს სტრესის ჰორმონებს. ადრენალინის, ნორადრენალინისა და კორტიზოლის გამომუშავებას.
ბუნებრივ პირობებში როდესაც სიცოცხლისთვის საშიში სიტუაცია წარმოიქმნება, ისინი ჩვენს ორგანიზმს აიძულებენ ფარული რესურსები გამოათავისუფლოს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ გადავრჩეთ მაშინ როდესაც რაღაც გვემუქრება. ყოველი მომდევნო ფინჯანი ყავით ეს პროცესი ისევ და ისევ ირთვება და გამოდის, რომ სტრესის ჰორმონების ზემოქმედებით, ორგანიზმი ამაოდ ხარჯავს ჩვენს საკუთარ რეზერვებს და არანაირად არ იღებს მათ ყავისგან. როდესაც სტრესის ჰორმონების მოქმედება სუსტდება, იწყება მოდუნება და ძალების დაცემა, რადგან ორგანიზმმა ძალიან ბევრი დახარჯა და ახლა მას აღდგენისთვის დრო სჭირდება.
ეს არის ერთ-ერთი მიზეზი რატომაც კოფეინის მიღებიდან 25–30 წუთის შემდეგ ხშირად დგება საპირისპირო ეფექტი - ძლიერი ძილიანობა.
კოფეინის კიდევ ერთი უსიამოვნო ეფექტი, რომელიც ე.წ. სიფხიზლეს უკავშირდება, არის ის, რომ ეს ალკალოიდი ჩვენს ტვინში დამუხრუჭების მექანიზმებს ბლოკავს.
ჩვენს ტვინს ორი ძირითადი სისტემა აქვს, აღგზნების სისტემა და დამუხრუჭების სისტემა. ორივე ამ სისტემაში არსებობს ე.წ. ნეიროტრანსმიტერები, რომლებიც ელექტრული და შემდეგ ქიმიური სიგნალის გადაცემაზე არიან პასუხისმგებელი და ეს ნეიროტრანსმიტერები შეიძლება იყოს აღმგზნები და დამამუხრუჭებელი. ერთ-ერთ დამამუხრუჭებელ ნეიროტრანსმიტერს ადენოზინური ტრანსმიტერი ეწოდება. უმრავლესობა ჩვენგანისთვის ადენოზინური ტრანსმიტერები ჭარბობს იმათზე, რომლებიც ტვინის მუშაობას აჩქარებენ.
როდესაც ადამიანი ყავას სვამს კოფეინი იწყებს მათ ბლოკირებას. ტვინი უფრო სწრაფად მუშაობს, უმჯობესდება ყურადღების კონცენტრაცია, ჩნდება მხნეობა და ენერგიულობა, მაგრამ ეს ბლოკირება დროებითია და დამუხრუჭების ეფექტი გვეწევა მაშინვე, როგორც კი კოფეინი მოქმედებას წყვეტს.
ადენოზინი ხომ არსად ქრება, ის უბრალოდ დროებით წყვეტს ორგანიზმზე ზემოქმედებას, შემდეგ კი სისუსტე რომლის თავიდან აცილებაც ასე გვინდოდა, კიდევ უფრო დიდი ძალით გვიტევს. საერთო ჯამში ყავას რა თქმა უნდა, შეუძლია გარკვეული დროით ტვინის გამოფხიზლება, მაგრამ მისი რეალურად მუშაობის იძულება ალბათ მაინც არ შეუძლია.
ყველა ყავაში, რომელსაც ჩვენ ვსვამთ, კოფეინი სულაც არ არის. ყავის მარცვალს ორი კომპონენტი აქვს, გარეთა გარსი და შიდა ნაწილი. გარეთა გარსი შეიცავს ყველასთვის ცნობილ ალკალოიდ კოფეინს , ხოლო შიგნით არის სხვა ალკალოიდი — თეობრომინი. პირველი იწვევს აღგზნებას, მეორე კი პირიქით დამუხრუჭებას და ძილის სურვილს. თუ ყავას ვამზადებთ მთლიანი დაუმუშავებელი მარცვლისგან, დავფქვავთ და მისგან სასმელს მოვამზადებთ, მაშინ ხსნარში ორივე ალკალოიდი გვაქვს.
კოფეინი მოქმედებას მაშინვე იწყებს და მოქმედებს 20–25 წუთის განმავლობაში. მისი ეფექტები ძალიან მარტივია. ის ავიწროებს სისხლძარღვებს. კოფეინი ავიწროებს ყველა ორგანოს სისხლძარღვებს, თირკმელების გარდა. თირკმელების სისხლძარღვებს კი პირიქით აფართოებს, ანუ იყო შევიწროებული — აფართოებს, ამიტომ ყველა ორგანოში არტერიული წნევა იმატებს და თირკმელებში სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება. თირკმელები უკეთ იწყებენ სისხლით მომარაგებას. 25 წუთის შემდეგ კოფეინის ეფექტი გადის, ხოლო თეობრომინის ეფექტი ნელა მოქმედებს .თეობრომინი მოქმედებას 25 წუთის შემდეგ იწყებს. თეობრომინის ყველა ეფექტი საპირისპიროა.
თეობრომინი აფართოებს ყველა სისხლძარღვს, ხოლო თირკმლის სისხლძარღვებს ავიწროებს, ამიტომ კოფეინის რეფლექსის დროს წნევა იმატებს და თირკმელებში სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება. თეობრომინის მოქმედების დროს სისხლძარღვები ფართოვდება, სისტემური წნევა იკლებს, ხოლო თირკმელებში სისხლის მიმოქცევა უარესდება. ადამიანი იწყებს თირკმელებში მცირე მოჭიმულობის შეგრძნების აღქმას, ამიტომ სწორად მოწყობილ ადგილებში ყავის ფინჯანთან ერთად ყოველთვის მოაქვთ ერთი ჭიქა სუფთა წყალი.
როდესაც დალიეთ ერთი ფინჯანი ყავა და სხედხართ, საუბრობთ, ურთიერთობთ, არსად გეჩქარებათ, დაახლოებით 20 წუთში ეს ფინჯანი ყავა ორგანიზმში შეიწოვება, შემდეგ სვამთ ერთ ჭიქა წყალს და წყლისა და მარილების ბალანსის დარღვევის ფაზას თავიდან იცილებთ. თირკმელებს საშუალებას არ აძლევთ, სისხლის მიმოქცევის დარღვევის მდგომარეობაში გადავიდნენ.
კოფეინი მოქმედებს პირველი 25–30 წუთის განმავლობაში, თეობრომინი კი პირიქით სწორედ ამ დროის გასვლის შემდეგ იწყებს მოქმედებას. ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რატომაც დაფქული ყავის ფინჯნის შემდეგ თავიდან ძალების მოზღვავებას გრძნობთ, ხოლო დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ — ძილის სურვილს.
ისინი ვინც მთლიანი მარცვლისგან დაფქულ ყავას ამჯობინებენ, ახალ მომზადებულ ფინჯან ყავასთან ერთად ორივე ამ ალკალოიდს იღებენ, მაგრამ თუ დილით ხსნად ყავას სვამთ, მაშინ თქვენს ორგანიზმში კოფეინის ერთი წვეთიც კი საერთოდ არ ხვდება. საქმე ის არის, რომ ხსნადი ყავის წარმოებისას, კოფეინის შემცველ გარეთა გარსს აცლიან. ის როგორც ყველაზე ძვირფასი პროდუქტი, მიდის ისეთი წამლების წარმოებაში, როგორიცაა ციტრამონი, ასკოფენი და სხვა მსგავსი საშუალებები, ასევე სხვადასხვა სახის ენერგეტიკული სასმელების წარმოებაში, რომლებიც დღეს პოპულარულია. ხოლო მასობრივ ბაზარზე იყრება ტონობით არც თუ ძვირი ხსნადი და გრანულირებული ყავა, რომელშიც კოფეინი საერთოდ არ არის.
მაგრამ ამ პროდუქტის მწარმოებლებს დიდად არ სურთ ამ ფაქტის შესახებ საკუთარი მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება. რა თქმა უნდა მათ შორის არიან უფრო პატიოსანი მწარმოებლებიც, რომლებიც მაინც ამატებენ გარკვეული რაოდენობის კოფეინს თავიანთ ყავაში. არიან ისეთებიც რომლებიც აწერენ, რომ მათ პროდუქტში კოფეინი არ არის, მაგრამ ასეთი მწარმოებელი ბევრი არ არის.
როგორც აღმოჩნდა, ხსნადი ყავის მოხმარება შეიძლება სიცოცხლისთვის ძალიან საშიში აღმოჩნდეს, რადგან ხსნადი ყავის ფინჯანთან ერთად ჩვენს ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით ხვდება მეორე ალკალოიდი — თეობრომინი. მას დამუხრუჭება იწვევს, რომ მხნეობა და ძალების მოზღვავება იგრძნოს, ასეთი ყავის დალევის შემდეგ ადამიანს ძილი ეწყება. ეს ეფექტი დაახლოებით 25–30 წუთის შემდეგ დგება და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გრძელდება.
ხსნადი ყავის ამ თავისებურების არ ცოდნამ შეიძლება სერიოზულ შედეგებამდე მიგვიყვანოს, განსაკუთრებით მძღოლებისთვის.
არსებობს ასეთი ცნება, როგორიცაა „30-ე კილომეტრის ეფექტი“. ბევრი სატვირთო მანქანის მძღოლი ღამით გადის რეისზე, სანამ ტრასები დიდი რაოდენობით ტრანსპორტით გადაიტვირთება. გზაზე გასვლამდე ან გზაში ბევრი მათგანი ერთ ან ორ ფინჯან ხსნად ყავას სვამს, ხოლო 25–30 წუთის შემდეგ როდესაც ადამიანი დაახლოებით 30 კილომეტრს გაივლის, თეობრომინი იწყებს მოქმედებას. რით მთავრდება ეს ძნელი მისახვედრი არ არის, მაშინაც კი თუ მძღოლმა წინასწარ კარგად გამოიძინა, მას მაინც ძალიან ეძინება. სწორედ ამიტომ მძიმე სატვირთო ტრანსპორტის მონაწილეობით ავარიების ყველაზე დიდი რაოდენობა სწორედ გზის 30 კილომეტრიდან 50 კილომეტრზე მოდის და ამაში ყველაზე ხშირად სწორედ ხსნადი ყავა არის დამნაშავე. საერთოდ თუ შორ გზაზე მიდიხართ, უმჯობესია ხსნადი ყავით არ გაერთოთ.
ტვინი და ნერვული სისტემა სულაც არ არის ჩვენი ორგანიზმის ერთადერთი ორგანოები, რომლებზეც ყავამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს.
პირველ რიგებში აქ დგას კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, რადგან კოფეინის გარდა თუ ის ყავაში საერთოდ არის, მასში სხვადასხვა ქლოროგენული მჟავებიც შედის, რომლებიც კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებენ და შეიძლება ისეთი დაავადებები გამოიწვიონ როგორიცაა გასტრიტი.
გარდა ამისა ბევრი ადამიანია, რომელიც დილას ფინჯანი ყავით იწყებს, მას უზმოზე სვამს. შედეგად კუჭში მყისიერი რეაქცია ხდება, როდესაც მარილმჟავა გამომუშავდება. სინამდვილეში ის საჭიროა მყარი საკვების მოსანელებლად, მაგრამ მის ნაცვლად ყავას ხმარდება.
შედეგად სრულფასოვანი საკვების მონელება უკვე უფრო რთულად მიმდინარეობს. უზმოზე ყავის ბოროტად გამოყენებით სავსებით შესაძლებელია, კუჭის წყლული გამოიწვიოთ.
კიდევ ერთი არც თუ სასიამოვნო რამ გულძმარვაა. ყავის მოყვარულები ხშირად აწყდებიან ამ პრობლემას. ამ ყველაფერში დამნაშავეა კოფეინის დამამშვიდებელი ზემოქმედება საყლაპავის ქვედა სფინქტერზე. ეს კუნთი ჭამის შემდეგ სრულად შეკუმშული უნდა იყოს, რათა საკვები და კუჭის მარილმჟავა კუჭიდან საყლაპავში არ მოხვდეს. თუ ყავას რეგულარულად მოიხმართ, შეიძლება ამ სფინქტერის დისფუნქცია განვითარდეს და პირში უსიამოვნო მჟავე სიმწარის შეგრძნება დაეგეუფლოთ.
ამრიგად აშკარაა, რომ ყავა არც ისე უვნებელია, როგორც ბევრს სურს იფიქროს და შესაძლოა საჭიროა ამ სასმლისადმი ჩვენი დამოკიდებულების გადახედვა. ან თუნდაც მისი მოხმარების რაოდენობის გადახედვა.
შეიძლება ეს ინფორმაცია ვინმესთვის სასარგებლო აღმოჩნდეს.
ასევე დაგაინტერესებთ: