
გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური „უოტფორდის“ შემტევი ნახევარმცველია. 1999 წლის 29 აგვისტოს თბილისში დაიბადა, მერაბ ჩაკვეტაძისა და მთვარისა რუხაძის ოჯახში. გიორგის მამა აფხაზეთიდან, კერძოდ, ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუდან იძულებით დევნილია.
რამდენიმე თვის წინ სპორტულმა გვერდმა Geo Team-მა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც წერდა რომ გიორგი ჩაკვეტაძისთვის სეზონი დასრულებული იყო.
Geo Team-ის ცნობით, ფეხის დაზიანების გამო გიორგი ჩაკვეტაძე 6-დან 8 კვირამდე ვერ ითამაშებდა.
ამჯერად კი Watford FC გიორგი ჩაკვეტაძის ფოტოს აქვეყნებს:
„შეხედეთ ვინ დაბრუნდა“, - წერს სოციალურ ქსელში Watford FC.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ქვეყანას სჭირდება მკაფიო, ნათელი, თვალსაჩინო, არსებითი ორიენტირები...“ - რას წერს გია მურღულია?