„ის სხვა, ამ ღიმილს ვერასოდეს გაჩუქებს, უსიტყვოდ ვერასოდეს გაგიგებს... დამიბრუნდი ისევ მე, გელოდები ისევ მე, არა ჩვენი სიყვარული არ ჩაქრება...“ - ვიცი, რომ წაიღიღინე და გონებაში მომღერალ მამუკა ონაშვილის ხმა ჩაგესმა. ასეც უნდა ყოფილიყო. ეს და კიდევ ბევრი სხვა სიმღერა ძველ 90-იან, 2000-იან წლებს გვახსენებს.
მამუკა ონაშვილი ბევრისთვის საყვარელი მომღერალია. მისი განწყობა, პოზიტივი, იუმორი საზოგადოების უმრავლესობას მოსწონს, რის გამოც დიდი სიყვარული დაიმსახურა.
დღეს მამუკა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება და სიკვდილს ებრძვის. 3 ივლისს მომღერალი ავარიაში მოყვა. როგორც ექიმები ამბობენ, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
სოცქსელი გადატვირთულია მამუკას გასამხნევებელი პოსტებით, უცნობი მოქალაქეები, მეგობრები, ყველანი მისი გადარჩენისთვის ლოცულობენ.
„დაიჯესტი“ გთავაზობთ რამდენიმე პოსტს სოციალური ქსელიდან:
„მამუ, ვიცი, შენ აუცილებლად გამოკეთდები და კიდე ძალიან ბევრი წელი გაგვახარებ შენთან ურთიერთობით,
უფალი გფარავდეს...“„უნიჭიერესო და დიდი გულის ადამიანო, უნდა გამოძვრე და აჯობო სიკვდილს“
„მამუკას თვალით დანახული მე...
პანდემიის დროს აი ასე ვერთობოდით, თავად აიღო ფოტოები და ასე დამამონტაჟა.
მამუკას ვკითხე, როცა ქორწილი მექნება, ერთ სიმღერას ხომ მაჩუქებ? ის დამპირდა რომ, არა მხოლოდ ერთს, ოთხს და ხუთს...
ჰოდა, ჩემო მამუკა, შენ ჩემი სიმღერის ვალი გაქვს და შენ აუცილებლად იქნები მაგრად, მე ამის მჯერა!
ვდებ საჯარო პირობას, რომ შენ სანახავად პირადად ჩავიცვამ შენს კოსტიუმს და ისე მოვალ, რომელიც მე მაქვს, დაზიანების გამოსასწორებლად...“
„ილოცეთ ნათლიაჩემისთვის, ილოცეთ ყველაზე კეთილ და მოსიყვარულე კაცზე - მამუკა ონაშვილზე, არ გვყავს დასაკარგი ასეთი ადამიანები, უნდა იცოცხლო...“
🔵ასევე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 მძიმე კადრები - რა ხდებოდა ადგილზე, სადაც 11 წლის ბიჭი პიტბულმა დაკბინა