Digest Logo

🎥 „გადამიღეთ, როცა ჩამოვალ, ეს ვიდეო გამომიგზავნეთო“ - ანდრო ქუჯოშვილი საბედისწერო გაფრენამდე, ცოტა ხნით ადრე

1659188065

სოციალურ ქსელში გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაღუპული ანდრო ქუჯოშვილის ვიდეოს ვრცელდება, რომელიც საბედისწერო გაფრენამდე, ცოტა ხნით ადრე არის გადაღებული.

„ანდრო ქუჯოშვილი საბედისწერო გაფრენამდე, ცოტა ხნით ადრე… ანდროს მისი მეგობრებისთვის უთქვამს – გადამიღეთ, როცა ჩამოვალ, ეს ვიდეო გამომიგზავნეთო…“, – წერენ სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა პარაპლანისტი, ტურისტი კი დაიღუპა. კატასტროფა განიცადა სამაშველო ვერტმფრენმაც, რომელიც დაშავებულების დასახმარებლად წავიდა.​ ვერტმფრენმა მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.

სამაშველო ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი იმყოფებოდა.

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ჩემი საიმედო ტურის ყველაზე საიმედო მეგობრები... რა უნდა ვთქვა, გული მეგლიჯება“ - რას წერს ნიკოლოზ წულუკიძე

🔵„პირველად რომ ლევან ჩოხელთან ერთად ვიფრინე, ზამთარი იყო... მეორე დღეა ჩემს სიუჟეტებს ვეძებ, ვუყურებ, ვატრიალებ ამ კადრებს და გული მეგლიჯება“ - მარიკა ბაკურაძის ემოციური პოსტი

🔵🎥 „ვინც ჩემი შვილის დასახმარებლად მივიდა და მის გამო დაიღუპა, მათ ოჯახებს მუხლმოდრკილი ვევედრები, მაპატიეთ“ - გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს გადარჩენილი პარაპლანისტის დედა