Digest Logo

„შენ ხარ დღეს ჩემი გულის ცემა მამიდა და გთხოვ, არ შეჩერდე... მჯერა, რომ რაჭაში შევხვდებით და გულში ჩაგიკრავ ჯანმრთელს“ - გვანცა ბუბაშვილის მამიდის ემოციური პოსტი

1691735665
 გვანცა ბუბაშვილი

რაჭაში სტიქიის შედეგად დაკარგული გვანცა ბუბაშვილს სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებენ. გვანცას მამიდა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

ის იმედოვნებს, რომ გვანცას ჯანმრთელს და უვნებელს ნახავენ.

„ეს ჩემი გვანცას მანქანაა...მისი მეგობრებით...
ხო მამიდა აუცილებლად შევხვდებით....
...ნინო გაგვიფრინდა მამიდა...მაგრამ შენდა და სალომეს გელოდებით ...შენ ხარ დღეს ჩემი გულის ცემა მამიდა და გთხოვ, არ შეჩერდე...
რაჭაში შეხვედრამდე მამიდა...

გთხოვ დავასრულოთ ცრემლებში დამხრჩვალი დღეები... ამდენი ტკივილი დანარჩენმა დაკარგულებმა თქვენი სიცოცხლის სიხარულით დაგვიამეთ...

ძალიან ტკივილიანი დღეებია მამიდა და იმედის მზის სხივი გვჭირდება მთელ საქართველოს...
მე მჯერა მთელი არსებით რომ რაჭაში შევხვდებით და გულში ჩაგიკრავ ჯანმრთელს და უვნებელს!
მიყვარხარ და უზომოდ მენატრები, ჩემო გვანცუკალა “, - წერს გვანცა ბუბაშვილის მამიდა.

 

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„გუშინ ერთი მეგობარი გავაცილეთ. ერთი თითქმის ვიპოვეთ, მეორეს ვეძებთ და იმედია, მათაც ღირსეულად გავაცილებთ“ - ნანა ბაგალიშვილი

🔵„დაკაწრული ხელ-ფეხით, მაშველებთან ერთად ეძებს დისშვილიშვილს, რომელიც ცაში გაფრინდა, სხეულიანად მგონი...“ - მაიკო ჩაგელიშვილი

🔵„ოჯახი სასწაულის იმედადაა.... 4 წლის შვილი ელოდება დედას, რომელმაც კევი უნდა მოუტანოს...“- შოვში დაკარგულ ქალზე ემოციური პოსტი ვრცელდება