Digest Logo

„ოჯახი სასწაულის იმედადაა.... 4 წლის შვილი ელოდება დედას, რომელმაც კევი უნდა მოუტანოს...“- შოვში დაკარგულ ქალზე ემოციური პოსტი ვრცელდება

9/8/2023 • 6:29
შოვში დაკარგულ ქალზე ემოციური პოსტი ვრცელდება

სოციალურ ქსელში სტიქიის ზონაში ამ დრომდე დაკარგული, სოფო ბაკურაძის შესახებ ემოციური პოსტი ვრცელდება.

„სოფო ბაკურაძე სოფელ გლოლადანაა. იგი შოვში კოტეჯებში მუშაობდა და 3 აგვისტოს სტიქიის ზონაში იმყოფებოდა. სოფო ამ დრომდე დაკარგულთა სიაშია. ოჯახი სასწაულის იმედადაა და ჯერ კიდევ ელოდება მის გამოჩენას. განსაკუთრებით კი ელოდება მისი მცირეწლოვანი შვილი - ლუსი. ელოდება დედას, რომელმაც კევი უნდა მოუტანოს...

„სოფო კეთილი, თბილი, სათნო, მშრომელი და ყოჩაღი გოგო იყო. უყვარდა ყველა და გვიყვარდა ყველას. სოფო მარტოხელდა დედა იყო. ჰყავს 4 წლის გოგონა ლუსი, რომელიც მოუთმენლად ელოდება დედას. ლუსიმ პირველ დღეს ახსენა, დედა მოვა და კევს მომიტანსო. ჩვენ არც კევს მოვაკლებთ და არც სხვა რამეს, მაგრამ მშობელს ვერ შევუცვლით...",- ვკითხულობთ ტექსტში.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ვინც ახლანდელ ტრაგედიაზე წერთ, რომ ვინც გამოასწო ტრაგედიას თურმე ღმერთს ჰყვარებიაო, იმდენი ჭკუაც არ გყოფნით და არც სინდისი გაგაჩნიათ, ამით იმას უსვამთ ხაზს, რომ იქ ჩახოცილები ღმერთს არ ჰყვარებია“ - თეა გვიჩიანი

🔵🎥 პატარა ევა შოვში მოხალისედ წასულ მამას ეკრანზე ეფერება - ემოციური ვიდეო

🔵შოვის ტრაგედიის კიდევ ერთი მსხვერპლი - გარდაცვლილთა შორის კოტეჯების სასადილოს მზარეული გენო სულთანიშვილია