დედის დღეს საქართველოში ტრადიციისამებრ 3 მარტს აღნიშნავენ. დღესასწაულის ისტორია ქვეყანაში სამ ათწლეულზე მეტს ითვლის.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, მომღერალი სოფო ბედია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც დედამისზე და შვილებზე საუბრობს:
„გილოცავ დედა დედის დღეს 🌷 შენ ხარ სითბო, მოთმინება და უპირობო სიყვარული.
შენი გული არის სახლი, სადაც ყოველთვის მშვიდობა და იმედი ცხოვრობს. უფალმა დაგლოცოს, გაგაძლიეროს და სიხარულით აგავსოს მუდამ♥️
მადლობა, ჩემს საოცარ შვილებს, ნიკას და ანდრიას, რომ ყველაზე ძვირფასი სტატუსი - დედობა მაჩუქეს🙏♥️
მადლობა უფალს თქვენთვის! მიყვარხართ“, - წერს სოფო ბედია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ბავშვობიდან არ მახსოვს ფქვილი მის წინსაფარზე, სულ სუფთაა, არაფერი ეცხება“ - დათო ლიკლიკაძე დედაზე