Digest Logo

„შენ ხომ ჯანსუღის ძუ ლომი ხარ“ - თაკო ჩარკვიანს მეუღლემ სიყვარული საჯაროდ აუხსნა

1647001377
თაკო ჩარკვიანი და ჯონი გიგანი

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) პროკურორმა კარიმ ხანმა განაცხადა, რომ მან შეიტანა განცხადება სამხრეთ ოსეთის სამი ოფიციალური პირის დაკავების ორდერის მოთხოვნით, იმის დასაბუთებით, რომ 2008 წლის ომის დანაშაულებზე და კონფლიქტის შემდეგ 27 აგვისტომდე მიმდინარე მოვლენებზე მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრებათ. 

აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკოსმა თაკო ჩარკვიანმა ვრცელი პოსტი გაავრცელა, რასაც კომენტარებში მისი ქმრის პოზიტიური შეფასება მოჰყვა.

„იმიტომ ვგიჟდები შენზე, ჩემო სიცოცხლე, რომ სათქმელს ყოველთვის დროულად იძახი, თანაც გულწრფელად და სიმართლით. მოკლედ, ფსევდოოპოზიციის „ჩისტილშიკი” ხარ, რასაც ყველაზე დიდი გამბედაობა და სისუფთავე სჭირდება.

ათმაგად ამიტომ მიყვარხარ... არ დაიღალო ქვეყნის სადარაჯოზე, შენ ხომ ჯანსუღის ... ძუ ლომი ხარ....“, - წერს ჯონი გიგანი თაკო ჩარკვიანს.

ასევე დაგაინტერესებთ👇

უკრაინელმა ორსულმა გოგომ, რომელიც მარიუპოლის სამშობიარო სახლში ჭურვებს გადაურჩა, ქალიშვილი გააჩინა

„უკრაინაა ჩვენი მეგობარი ქვეყანა და არა რუსეთი. ძალიან მტკივა და მრცხვენია, როცა საქართველოს რუსეთის მეგობრებსა თუ თანამოაზრეთა შორის მოიხსენიებენ“ - ნინო სუხიშვილი

ვლადიმერ ჟირინოვსკი კომიდან მეორედ გამოვიდა