Digest Logo

„შენ უნდა გადაწყვიტო, სად გინდა ყოფნა“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1769262454
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„ადამიანო,
შენ არა ხარ, მხოლოდ ქმნილი არსება — მთელი მეტაგალაქტიკა შენთვისაა შექმნილი,
შენ არა ხარ ღმერთისათვის უმნიშვნელო არსება — რაღაც განსაკუთრებულობას ატარებ.
ეს პასუხისმგებლობა არის უზარმაზარი,
დიაპაზონი, ღორიდან — ანგელოზამდე.
არავინ ერევა, შენი პიროვნული არჩევანია ამ დიაპაზონში სად იდგები,
დამატებული ამას ჩვენი დაცემული ბუნება,
რომელიც მიდრეკილია არა ანგელოზობისკენ — არამედ წუმპისაკენ,
და მივიღეთ საშინელი ტვირთი — უზარმაზარი მიდრეკილება უარყოფითისკენ,
— ამიტომ, როცა თქვენ მოდიხართ ხოლმე რაღაც ყოფითი პრობლემის გამო და ამბობთ: „ეს პრობლემა მაქვს, მამაო, რა გადავწყვიტო“?
— მე გეუბნებით: „არ ვიცი, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის“,
შენ უნდა გადაწყვიტო, სად გინდა ყოფნა“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მოერიდეთ: გართობას, ალკოჰოლს, ჭარბ კვებას...“ - 24 იანვრის ტენდენციები თაკო მელიქიშვილისგან

⭕ჩინური ახალი წლის მთავარი იღბლიანი და არახელსაყრელი დღეები

⭕„შენს აღსარებას აზრი არ აქვს, თუ სახარებას არ კითხულობ...“ - თეოდორე გიგნაძე