როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის. ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს აფრთხილებს.
♈ ვერძი
თქვენთვის კვირის მეორე ნახევარი უკეთესია. ნელ-ნელა იგრძნობთ ენერგოტონუსის მომატებას, განწყობა და ენერგია გაგეზრდებათ, ძველი პრობლემების მოგვარების შანსი მეტად მოგეცემათ. პარტნიორული თანამშრომლობა მეტად წარმატებული იქნება კვირის მეორე ნახევარში. მგზავრობა-მოგზაურობის, ინფორმაციის მიღებისა და უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისა წარმატებული იქნება.
♉ კურო
ენერგოტონუსი ეცემა, მოდუნებისა და დასვენებისადმი ხართ განწყობილი, მაგრამ თუ გვერდით ისეთი ადამიანი გეყოლებათ,რომელიც იქნებიან ნდობით სავსე, საკითხებს ძალიან კარგად გადაწყვეტთ. ჯანმრთელობის ტონუსის შემცირების ფონზე ისეთი აქტიური აღარ ხართ.
♊ ტყუპები
ენერგოტონუსი იმატებს და ხდებით აქტიური. კვირის პირველ ნახევარში შეიძლება კონფლიქტები გქონდეთ მშობლებთან. გმართებთ მეტი ტაქტი, თავდაჭერა და დიპლომატია. ასევე, პრობლემები შეიძლება გქონდეთ ხელმძღვანელ პირებთან, კოლეგებთან, პარტნიორებთან, რადგან ზღუდავენ დამოუკიდებლად მოქმედების უნარებს და ექცევიან მათი გავლენის სფეროში. კვირის მეორე ნახევარში სიტუაცია დაგისტაბილურდებათ, რადგან მოიმატებს ურთიერთგაგება.
♋ კირჩხიბი
ბევრი იდეა ისე არ მიდის, როგორც გსურთ. დღეს უნდა იყოთ განსაკუთრებით ყურადღებით, რადგან მთვარეა და ეს თქვენი მმართველია. ხართ ძალიან ემოციური და მთვარის ყველა ცვლილებას ძალიან ემოციურად იღებთ. გაღიზიანების ფაქტორი თქვენთან მოიმატებს. კვირის მეორე ნახევარში შეგიძლიათ ზოგიერთი იდეის რეალიზაცია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დაძაბულობამ შეიძლება მოიმატოს თქვენსა და ნათესავებს შორის. ეს დაძაბულობა უკავშირდება იმას, რომ ბევრი რამ შეიძლება გაუკეთოთ ახლობლებს, ნათესავებს და მეგობრებს, მაგრამ შეხვდებით საშინელ უმადურობას.
♌ ლომი
კვირის პირველი ნახევარი დაძაბულია. შეიძლება თქვენს მშობლებს შეექმნათ პრობლემა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. თქვენი ძირითადი ფინანსები მიემართება სწორედ აქეთ. კვირის მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესია. მოიმატებს ენერგოტონუსი, მიზიდულობა მაღალი გექნებათ, ამიტომ ბევრ პრობლემას მოაგვარებთ და იქნებით წარმატებული.
♍ ქალწული
თქვენ გჭირდებათ ყურადღება. შავი მთვარე თქვენში გადის, ქალწული მართავს მედიცინას. 2024 წლის 13 ივნისამდე სამედიცინო შეცდომების ალბათობა გაიზრდება, ამიტომ ექიმები უნდა იყვნენ ძალიან ფრთხილად. სამედიცინო სფეროში სხვადასხვა სახის კონფლიქტების წარმოქმნის ტენდენცია იქნება მაღალი. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგან ენერგოტონუსი ეცემა, ეცადეთ არ გაცივდეთ და არ გადაიღალოთ.
♎ სასწორი
გამოცოცხლდებით. ენერგოტონუსი მოიმატებს, კომუნიკაცია გახდება უკეთესი, მოიმატებს ურთიერთგაგება, გონებამახვილობა მაღალ დონეზე აიწევს, მაგრამ ხდებით სულსწრაფი, რის გამოც დაუშვებთ შეცდომებს,ამიტომ იყავით ფრთხილად.
♏ მორიელი
ენერგოტონუსი იკლებს, ხდებით უფრო ჯიუტები, რის გამოც თქვენი მოქმედებები მეტწილად არასწორი იქნება. გექნებათ ბევრი იდეა, მაგრამ მისი გაკეთების და განხორციელების დიდი სურვილი არ გექნებათ. ბომონდში ურთიერთობის, კულტურულ-გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის სურვილი გაიზრდება, რაც დიდ ფინანსებთან იქნება დაკავშირებული.
♐ მშვილდოსანი
საუკეთესო და ვარსკვლავური დროა. მთავარი წარმატების ფაქტორი ხდებით 23 დეკემბრამდე. ენერგოტონუსი ყოველდღე მოიმატებს, განწყობა გაგიუმჯობესდებათ. ყველაფერს გაუძლებთ, როგორც ლიდერი და ორგანიზატორი, ქარიზმატული, ავტორიტეტის ზრდის წინაშე დადგებით. უფლება არ გაქვთ სიზარმაცის.
♑ თხის რქა
ერთ-ერთი რთული პერიოდი გეწყებათ. ენერგოტონუსი ეცემა, ჯანმრთელობა არამდგრადია, თუმცა საქმიანი კუთხით პერიოდი არც ისე ცუდია. ზოგიერთ საქმეს მოაწესრიგებთ, მაგრამ ნუ გადაიღლებით და ენას კბილი დააჭირეთ. დაიცავით საიდუმლო, რადგან ფარული მტრები, ჭორები და ინტრიგები თქვენს ზურგს უკან იწყება.
♒ მერწყული
გამოცოცხლდებით, რადგან გრძნობთ, რომ მშვილდოსნის დროა, რომელიც თქვენი მონათესავე ნიშანია თქვენი სტიქიის. ეს არის პერიოდი, როცა შეგიძლიათ ახალი და საინტერესო გეგმები დასახოთ. პარტნიორული თანამშრომლობა იქნება წარმატებული. შანსები და შესაძლებლობები მაღალი გაქვთ. ეს არის დრო, როცა ინტერნეტთან კონტაქტი უნდა გქონდეთ აქტიური.
♓ თევზები
ენერგოტონუსი ეცემა, ჯანმრთელობა ხდება არამდგრადი, ფსიქოემოციური არამდგრადობის ფონზე შესაძლოა განწყობა გაგიფუჭდეთ, მაგრამ რადგან თქვენი ნიშანი ყოველთვის ელეგანტურია, საქმიანი შესაძლებლობებისა და საკუთარი პოზიციების დაცვის კუთხით პერიოდი საკმაოდ კარგია, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ სავსემთვარეობა. შეიძლება პრობლემებმა იჩინონ თავი, მათ შორის ჯანმრთელობის კუთხით.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ახლა თუ ცხვირს ჩამოუშვებთ მაშინ დამარცხდებით! სიამაყის ჟინი გაგვიღვიძეთ!“ - ვაჩე ღვინიაშვილი