ბათუმში 22 წლის სტუდენტი ნინი მიქელაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ემიგრანტთა იმედი შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ცეკვაზე იმყოფებოდა, რა დროსაც დავარდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გული გაუჩერდა.
„გული გაუჩერდა. ნერვიულობა და გადაღლა არ შეიძლებოდა, ცეკვის დროს უცებ დავარდა და როცა საავადმყოფოში წაიყვანეს გზაში გული გაუჩერდა. დედის ერთავ, გლოვობს ჩემი ლანჩხუთი.
ცეკვაზე ბავშვობიდან დადიოდა. ტრაგედია ბათუმში, გლოვობს ჩემი ლანჩხუთი ხაჯალია. გარდაიცვალა 22 წლის სტუდენტი ნინი მიქელაძე, რომელიც ბათუმში სწავლობდა დედის ერთა შვილი.
ვუსამძიმრებ სრულიად გურიას შენთან რა უნდოდა სიკვდილს... „შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს მიქელაძეების ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს ნინის ლამაზი სული, დასანანია ასეთი ახალგაზრდების ასე უდროოდ წასვლა ამ ქვეყნიდან და ძალიან სამწუხაროა. სიტყვები უძლურია გამძლეობა ოჯახს...
ნინი ეს იყო შენი ბედი?? იმდენი რამე მინდა ვუთხრა გამწარებულ ოჯახს რომელმაც ასეთი კეთილშობილი სტუდენტი შვილი დაკარგა... ალბათ, არც დროა ამისი და არც ადგილი... უბრალოდ, ვფიქრობ, ესეთი შემზარავი სიკვდილი სიკვდილსაც ხომ გააჩნია... არ იმსახურებდა.... გადაინაცვლა მარადიულობაში...
რამდენი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს? ნეტავ....
მთელი გულით ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ჩემს საყვარელ ლანჩხუთს ოჯახს, მეგობრებს და ნათესავებს, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. უბრალოდ, მინდა, იცოდეთ, რომ ამ უმძიმეს წუთებში, მე თქვენს გვერდით ვარ. გამძლეობა და სულის სიმტკიცე..
ეს არის ტრაგედია რომელსაც სახელს ვერ დაარქმევ....სასწავლებლად წამოსული ბათუმში 22 წლის სტუდენტი სახლში გაყინული გაქვავებული დაუბრუნდი შენს საყვარელ ოჯახს.
ისე წახვედი არც გიფიქრია რამხელა ტკივილს ტოვებდი მიწაზე ,შენმა უეცარმა წასვლამ ყველას ატკინა გული და სული,რამხელა ტანჯვა და სიმწარე განიცადე რამდენი ნეტავ?..... ალბათ ამ სამყაროში ძნელი იყო შენთვის ცხოვრება. მხოლოდ ცრემლის და ბოღმის ბურთი გვაქვს ყელში გაჩხერილი და ყვირილი გვინდა.
ხმამაღლა ვიტირივართ... დავტირივართ ცოდვილ დედამიწას, რომელმაც ვერ შეძლო დაეტია შენი ყოფა ამ ქვეყანაზე ჩვენო უკეთილშობილესო.
ა-ღარ მიფეთქავს გული და
ძ-არღვებში სისხლი დამიშრა,
ე-რთი სიცოცხლე მქონდა და
უდროოდ ისიც გამიქრა“, - წერს შოთო სიხარულიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: