Digest Logo

„შენი დაცვა, ზუსტად 1 წუთით რომ გათიშულიყო, სულ რაღაც რამდენიმე საათში ცოცხლად დაშლას დაიწყებდი, მაგრამ…“- რას წერს ვატო მსხილაძე

1764923965
ვატო მსხილაძე

მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ადამიანის ორგანიზმი სამყაროში ყველაზე რთული ბიოენერგეტიკული მანქანაა, რომელიც კვირაში 7 დღე, 24 საათი მუშაობს ერთადერთი მიზნით - შეგინარჩუნოს სიცოცხლე. 

მისი თქმით, იმაზე ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე გვგონია:

„რამდენ რამეს ვუყურებთ და გვგონია, რომ სამყარო საშიშია, მაგრამ ვერ ვხედავთ იმას, რაც ჩვენს საკუთარ სისხლში ხდება. ზუსტად ამ წამს, შენში ტრილიონობით ჯარისკაცი იბრძვის.

იმუნიტეტი ეს არის არმია, რომელიც დღეში 10 ათასამდე სიმსივნურ უჯრედს ანადგურებს. ის ნებისმიერ ადამიანის მიერ შექმნი ტექნოლოგიაზე უფრო სრულყოფილია. შენი ყოველი ჩასუნთქვა, შეხება თუ ა.შ. - ეს არის შემოჭრა გარე სამყაროდან. სოკოს სპორები, ვირუსები, მომაკვდინებელი ბაქტერიები და ა.შ.

მათ შენი განადგურება სურთ. შენი დაცვა ზუსტად ერთი წუთით რომ გათიშულიყო, სულ რაღაც რამდენიმე საათში ცოცხლად დაშლას დაიწყებდი, მაგრამ შენი უჯრედები ნამდვილ „სასაკლაოს“ აწყობენ.

უბრალოდ იმისთვის, რომ შენ მშვიდად ჭამო, დალიო იმოძრაო თუ ა.შ. შენ გყავს ელიტური სპეცრაზმი. T-ლიმფოციტები, სნაიპერები და ა.შ. ისინი უბრალოდ კი არ კლავენ, ისინი მტრებს სახეზე იმახსოვრებენ. თუ ვირუსი ბევრი წლის შემდეგ დაბრუნდება, ისინი მას წამის მეასედში იცნობენ და შემოსასვლელშივე გაანადგურებენ.

ასევე გყავს მძიმე არტილერია - მაკროფაგები.

მიკროსამყაროში ესენი ნამდვილი მონსტრები არიან. ისინი მტერს საცეცებით იჭერენ და ცოცხლად შთანთქავენ. ესენი არიან, გამანადგურებლები, რომლებიც უმოწყალოდ შთანთქვენ გარედან შემოსულ ოკუპანტებს.

ზუსტად ისე, როგორც საშინელებათა ფილმში, ოღონდ ეს მონსტრი შენს მხარესაა. შენ სიკვდილს ყოველდღე ამარცხებ. შენს სხეულში რეგულარულად ჩნდება კოდის შეცდომის მქონე უჯრედები.

პოტენციური კიბო და ხარვეზები გარდაუვალია, მაგრამ შენი უსაფრთხოების შიდა სისტემა პოულობს მათ და ჩუმად ანადგურებს, სანამ შენ გძინავს ან სოცქსელებს სქროლავ.

წარმოდგენაც არ გაქვს, რამდენჯერ ყოფილხარ უფსკრულის პირას და შენმა სხეულმა უხმოდ გადაგარჩინა.

გამოდის, რომ იმაზე ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე გვგგონია.

ჩვენ უბრალოდ ძლიერები კი არა, მოსიარულე ციხესიმაგრეები ვართ. შეუვალი სისტემა... ნუ, თუ ძალით არ მოვშალეთ...

ზუსტად იგივე ხდება მაკროში. ჩვენი ორგანიზმი სამყაროში ყველაზე რთული ბიოენერგეტიკული მანქანაა, რომელიც კვირაში 7 დღე, 24 საათი მუშაობს ერთადერთი მიზნით - შეგინარჩუნოს სიცოცხლე.

დააფასე ეს...

შენს სხეულს იმაზე მეტად უყვარხარ, ვიდრე წარმოგიდგენია“, - წერს ვატო მსხილაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გენეტიკაზე საუბრისას ვიღაც ამბობს, ბაბუაჩემის დანაშაულია ჩემი ავადმყოფობა - ეს უსამართლობაა“ - რატომ ვიბადებით კონკრეტულ ოჯახში

🎥 „ბევრი მწერდით: ენერგიულ სიმღერებს აღარ მღერი, ის უფრო გიხდებოდაო“ - რა კადრებს აქვეყნებს ბარბარა სამხარაძე

„იოლი ცხოვრება არ ჰქონია, ორი ძვირფასი ადამიანი დაკარგა და ის მაინც არ გატყდა“ - რას წერს გივიკო დიდია ბებიაზე