Digest Logo

„შენი გაქცევის საფასურს ამჯერად გეიჯი გადაიხდის“ – ილია თოფურია ისლამ მახაჩევს მიმართავს

1773396205
ილია თოფურია ისლამ მახაჩევს

UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ისლამ მახაჩევთან ბრძოლის გაუქმებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, იყო საუბრები, რომ მსუბუქი დივიზიონის ამჟამინდელ ქართველ ჩემპიონს თეთრ სახლში უნდა ეჩხუბა სწორედ დაღესტნელ მებრძოლთან, მაგრამ მის ნაცვლად, მოწინააღმდეგე ჯასტინ გეიჯი იქნება.

„მახაჩევი კვლავ ეძებს ბრძოლისგან თავის არიდების მიზეზს, ამჯერად - ტრავმა. მე თავიდანვე ვიცოდი, რომ თეთრი სახლის ივენთის ნაწილი ვიქნებოდი, მაშინაც კი, როცა UFC-იმ ერთ მომენტში მითხრა, რომ აღნიშნული ღონისძიებისთვის არ განვიხილებოდი. ვიცოდი, ეს უბრალოდ მოლაპარაკების ნაწილი იყო.

როდესაც ბოლოს მითხრეს, რომ თეთრი სახლის ქარდზე ვიქნებოდი, ახსენეს ისლამიც და ერთი წამითაც არ მიფიქრია - მაშინვე დავთანხმდი ჩხუბს. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა ოფიციალურად ჯერ დადასტურებული არ იყო, თეთრი სახლის ქარდი მე-2 დღეს უნდა გამოცხადებულიყო.

დილით რომ გავიღვიძე, გავიგე, მახაჩევი ტრავმირებული აღმოჩნდა, შემდეგ გამოჩნდა გეიჯისთან ბრძოლის ვარიანტი. კიდევ ერთხელ, კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც გადაიხდის ისლამის გაქცევის საფასურს. მისი მენეჯერი ნაძირალაა და თან ძალიან მახინჯიც. ჯასტინ, შევხვდებით თეთრ სახლში.

მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ხალხს ამცირებს. ეს სწრაფად დასრულდება. როდესაც გამოფხიზლდები, ყველაფერი უკვე დამთავრებული იქნება“, - განაცხადა ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს - „ოპერაციის მიმდინარეობისას განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა“

🎥 „ზოგი იპოთეკურ სესხს აკეთებს ბინის მოსაგებად, ზოგიც „ჯაივით“ იგებს...“ - „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებულები „ღამის შოუში“

⭕ „სასწაულზე მეტიც იყო ამის ნახვა... გვეჩვენებოდა, ალბათ, რომ ტიროდნენ კიდეც“ - ზურა შევარდნაძე „უიღბლა“ – მერცხლის გასაოცარ ამბავზე

წყარო: lagazzetta.ge