Digest Logo

„შენი სახელობის „მეგაც“ გადმომეცა!...ზურა დოიჯაშვილი იყო სიკეთით სავსე კაცი“ - ზურა ხაჩიძე

1762695698
ზურა ხაჩიძე

სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“  „მეგა 2025“ სახალხო აკადემიური დაჯილდოების რიგით 26-ე ცერემონია გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მომღერალი ზურა ხაჩიძე პოსტს აქვეყნებს, სადაც პროექტის ავტორს, ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძეს მადლობას უხდის მინიჭებული ჯილდოსთვის.

როგორც ზურა ხაჩიძე წერს, რომ ჯილდო, რომელიც მან აიღო მუსიკოს ზურა დოიჯაშვილის სახელობისაა და მას მადლობას უხდის:

„დიდი მადლობა ბესო ჩუბინიძე ამ გამორჩეული ჯილდოსთვის! 

შენი სახელობის „მეგაც“ გადმომეცა! ზურა დოიჯაშვილი - შენი სურვილი და დევიზი იყო სიცოცხლეში რომ სამყარო უფრო კეთილი და ლაღი ყოფილიყო! 

ზურა დოიჯაშვილი იყო სიკეთით სავსე კაცი და უმაღლესი დონის მუსიკოსი,ჩემთვის პატივია ამ ჯილდოს მიღება!“, - წერს ზურა ხაჩიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რომელ ზოდიაქოს ნიშნებს ელით გამოცდა ნოემბერში? - თაკო მელიქიშვილის ასტროპროგნოზი

⭕ამერიკელმა ცოლ-ქმარმა ქორწინებაში მყოფი ყველაზე ხანდაზმული წყვილის ტიტული მიიღო

⭕„ის სითბო და სიყვარული, რომელსაც ვგრძნობ ჩემს მიმართ ყველაზე დიდი მოტივაციაა, ვიყო უკეთესი...“ - ლიკა კვარაცხელია იუბილარია