Digest Logo

🎥 „შენიღბულმა პიროვნებამ უკიდურესად მძიმე, უშვერი, დამამცირებელი სიტყვებით მიმართა დედას და ჰკითხა, თუ რა იცოდა „ნაციონალების“ შესახებ...“ - რას წერს მარიამ კუბლაშვილი რადიკალური აქციის მონაწილეებზე?

1746875844
მარიამ კუბლაშვილი

სამართალმცოდნე, ადვოკატი მარია კუბლაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც რუსთაველზე, საპროტესტო აქციაში მონაწილე პირებზე წერს. კუბლაშვილი ჰყვება როგორ დაესხნენ თავს შენიღბული პირები მის დედას და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. როგორც მარიამ კუბლაშვილი განმარტავს თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც მზია მაჩალიკაშვილმა „ნაციონალები“ ახსენა:

„რამდენიმე წუთის წინ მეგობარმა გადმომიგზავნა ვიდეო ჩანაწერი, რომელიც უცნობი პირის მიერ არის გადაღებული და ატვირთულია სოციალურ ქსელში, კერძოდ, TikTok პლატფორმაზე.
მეგობრებო, ეს ქალბატონი არის დედაჩემი - მზია მაჩალიკაშვილი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის და სხვა რადიკალური დაჯგუფებების მიერ ორგანიზებულ აქციასთან გავლით მოხვდა.

მან გამოთქვა პრეტენზია, თუ რატომ კეტავენ გზებს და რატომ არიან გამუდმებით ყველგან ნაციონალები, რის შემდგომაც, ფოტოში ნიღბით, სათვალით და ქუდით საგულდაგულოდ შენიღბულმა პიროვნებამ უკიდურესად მძიმე, უშვერი, დამამცირებელი სიტყვებით მიმართა დედას და ჰკითხა, თუ რა იცოდა ნაციონალების შესახებ, „ბევრს რომ ბაზრობდა”.

მას გამოესარჩლნენ სხვებიც. დედაჩემმა აუხსნა, თუ როგორი გამწარებული დედაა და რა რეპრესიები და ტანჯვა აქვს გადატანილი სწორედ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ჩვენ ოჯახს.

მოჭიდავეების აქციაზე, რუსთაველის გამზირზე დააკავეს ჩემი ძმა და მოიხადა სასჯელი 2 წელიწადი და 7 თვე. ის მოხვდა ე.წ. ორთაჭალის ციხის ბუნტში და საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ აწამებდნენ და კლავდნენ პატიმრებს. სხვა მრავალი უბედურების მომსწრეც გახდა. დედაჩემი ნატანჯი დედაა, რადგანაც ჩვენ ოჯახს დღემდე უწევს გამკლავება იმ საშინელი წარსულის შედეგებთან, მძიმე დაავადებებთან და ვიტყოდი, განუკურნებელ დიაგნოზთან.

არ მივსულვართ არც საგამოძიებო კომისიაში და არც კომპენსაცია მოგვითხოვია სახელმწიფოსგან, რადგანაც მე ვახერხებ მათ უზრუნველყოფას. ფაქტი კი სახეზეა და ეს ჩვენმა ყველა ნაცნობმაც ძალიან კარგად იცის.
ის ადამიანები, ვინც შეძახილებით აკნინებდა და ამცირებდა დედაჩემს, თავის დროზე მჯერა, გამოფხიზლდებიან და მოინანიებენ იმ ცოდვას, რასაც გამწარებული დედის წინაშე სჩადიან. დიახ, ჩვენ ოჯახმა, სამწუხაროდ, ვიცით და მე ვიცი, თუ რა დღეები გავიარეთ და დღემდე გავდივართ ერთ დროს სწორედ უბრალო, მშვიდობიან აქციაში მონაწილეობის გამო… კახეთიდან შემთხვევით ჩამოსულს ჩემს ძმას ჯგუფური მოქმედების ორგანიზება რომ დააბრალეს.

აღსანიშნავი ისაა და დაუვიწყარი, დღეს ნაციონალური მოძრაობის წამყვანი ჟურნალისტები რომ ესწრებოდნენ სასამართლო პროცესებს და მოუწოდებდნენ სასამართლოს ყველა მათგანი სასტიკად დაესაჯათ… დიახ, ჩემმა ძმამ პირველმა მიაყენა მიხეილ სააკაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც აისახა ჩანაწერებში და ამისათვის მწარედ დაისაჯა, ისჯება დღემდე, დავისაჯეთ მეც და დედაც. ეს არის სიმართლე და ვინც ეს ვიდეო დასაცინ კონტექსტში გაავრცელა (რომ გადაიღო ფაქტია, იქნებ შევიწროებაც სურდათ დაებრალებინათ) ამ ხალხს ადამიანებად არ ვთვლი. მე მკაცრად მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia გამოიძიონ და დაადგინონ შენიღბული პიროვნება.

ჩვენ იმავე დღეს დავრეკეთ პოლიციაში და დავაფიქსირეთ პრეტენზია, თუმცა არავინ გამოგვეხმაურა. ამ ჯგუფს ყველაფრის უფლება აქვს, როგორც ჩანს. ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდა ნერვიულობისგან და როგორღაც ვამშვიდებ დღემდე დედაჩემს. წარსულის კვალი ვერ ამოიშლება, მძიმე გამოცდილება ყოველთვის გაგვახსენებს თავს და წარმოდგენილ ვიდეოში კარგად ჩანს ეს…”,- წერს მარიამ კუბლაშვილი.

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕გლდანში ავარიას 31 წლის კაცი ემსხვერპლა - ცნობილია დაღუპულის ვინაობაც

⭕„საოცარი კადრებია...“ - რუსა ჩაჩუა ახალ ფოტოებს აქვეყნებს

⭕„ბაბუებსაც აქვთ საკუთარი მოლოდინები...“ - რას წერს გია მურღულია შვილიშვილზე?

🎥 პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი