Digest Logo

რატომ ჩნდება დიაბეტი? - მამუკა რაშოიანი ინსულინის დასარეგულირებლად 4 სასარგებლო პროდუქტს გვიზიარებს

1764051746
მამუკა რაშოიანი

ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი, მამუკა რაშოიანი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა თემაზე სასარგებლო და მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის.

ამჯერად მან ახალი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა. გარდა ამისა, მან დიაბეტის დროს 5 არასასურველი პროდუქტი დაასახელა:

„დიაბეტი არ ნიშნავს უარს სიამოვნებაზე, ნიშნავს ბალანსს. იცით რატომ ჩნდება დიაბეტი?

გენეტიკა, არასახარბიელო კვება, ნაკლები ფიზიკური აქტივობა და სტრესი - ყველაფერი ერთად არღვევს ინსულინის ბალანსს.

4 სასარგებლო პროდუქტის კომბო ინსულინის დასარეგულირებლად:

ავოკადო+ ზეითუნის ზეთი. ბულგარული წიწაკა+ ქინძი. ბროკოლი+ ნიორი. ორაგული+ ლიმონი.

5 არასასურველი პროდუქტი დიაბეტის დროს:

ტკბილი გაზიანი სასმელები;

თეთრი პური;

ტკბილეული;

შემწვარი სწრაფი საკვები;

გადამუშავებული ხორცპროდუქტები.

რატომ არ შეიძლება შიმშილი დიაბეტის დროს?

შიმშილი იწვევს შაქრის მკვეთრ ვარდნას,  რაც სერიოზულ გართულებებს იწვევს. სხეულს სჭირდება სტაბილური ენერგია - არა შოკი!  

ჯანსაღად დარეგულირებული კვება = ბალანსი ინსულინსა და წონას შორის.

რეგულარული, ზომიერი კვება ინარჩუნებს შაქრის დონეს და ხელს უწყობს ზედმეტი წონის კონტროლს.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

თუ გაქვთ მუდმივი წყურვილი, ხშირი შარდვა, დაღლილობა, ან უეცარი წონის ცვლილება - აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან.

ჯანმრთელობა იწყება სწორ არჩევანზე - აირჩიე ბალანსი, არა უკიდურესობა“, - წერს მამუკა რაშოიანი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დაბალ წნევიანებს ხშირად უნდებათ ჩირი, მასთან ერთად ყველი, მერე მარილიანი ჩიფსები...“ - ნატა გაგუა ვიტამინების ნაკლებობასა და ტკბილის მოთხოვნილების კავშირზე

🎥 რა იწვევს ჭიპის თიაქარს და რამდენად ხშირია ეს პათოლოგია - ბავშვთა ქირურგი მითებსა და რეალობაზე

🎥 ორსულობის დროს D ვიტამინის მიღება, შესაძლოა, ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებს აძლიერებდეს - ახალი კვლევა