Digest Logo

🎥 „დაბალ წნევიანებს ხშირად უნდებათ ჩირი, მასთან ერთად ყველი, მერე მარილიანი ჩიფსები...“ - ნატა გაგუა ვიტამინების ნაკლებობასა და ტკბილის მოთხოვნილების კავშირზე

1764050343
ნატა გაგუა

ცნობილი ნუტრიციოლოგი და კვების ფსიქოლოგი ნატა გაგუა გადაცემის „დილა მშვიდობისა საქართველო“ სტუმარი იყო, სადაც აგვიხსნა, რატომ გვინდება ტკბილეული და რომელი ვიტამინის ნაკლებობა აძლიერებს მისი მიღების სურვილს. 

მისი თქმით, ადამიანთა კატეგორია, რომელსაც გონებრივი შრომა უწევს, მუდამ ეძებს შოკოლადს, რადგან ის შეიცავს მაგნიუმს:

„სანამ ეს მდგომარეობა ჩვევაში გადავა და ფსიქოლოგი პრობლემა დაიწყება, მანამდე უნდა გავარკვიოთ გვაქვს თუ არა ნაკლებობა, ქვედა ზღვარი. ვისაც გონებრივი შრომა უწევს და სჭირდება ნათელი გონება, მათთვის აუცილებელია მაგნიუმი, ამიტომაცაა, რომ ეძებენ შოკოლადს. 

შავი შოკოლადი, სადაც 70%-დან არის კაკაოს შემცველობა, შეიცავს მაგნიუმს. 

ტკბილის მოთხოვნილებამ შეიძლება გაგაღვიძოთ, არამარტო შოკოლადი, ეს შეიძლება იყოს ფინიკი, ნუში.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კომბინაციებს, მაგალითად, პაციენტების ისტორიიდან გამომდინარე, ქალბატონი მეუბნება, რომ აკვიატება მაქვს, შეწუხდა ხალხი, ყოველდღე ვჭამ სულგუნს, ლობიოს და მჭადსო. გაირკვა, რომ ხორცი არ უყვარს და ცილების ნაკლებობას ასე მკურნალობდა.

დაბალ წნევიანებს ხშირად უნდებათ ჩირი, მასთან ერთად ყველი, მერე მარილიანი ჩიფსები.

გაზიანი სასმელების მიღების შემდეგ იწყება კალციუმის ნაკლებობა. იშვიათად ვისაც ტკბილი, გაზიანი სასმელი უყვარს არ უყვარდეს ყველი“, - ამბობს ნატა გაგუა. 

ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა იწვევს ჭიპის თიაქარს და რამდენად ხშირია ეს პათოლოგია - ბავშვთა ქირურგი მითებსა და რეალობაზე

🎥 ორსულობის დროს D ვიტამინის მიღება, შესაძლოა, ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებს აძლიერებდეს - ახალი კვლევა

„25 ნოემბერი ერთი ჩვეულებრივი, მსუბუქი დღე არ იქნება... ენერგეტიკა მძიმეა, დაძაბული, შესაძლოა ფეთქებადიც“ - ასტროლოგი დღის აქცენტებზე