ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ პოსტს აქვეყნებს, სადაც წარმატებასა და ბედნიერებაზე საუბრობს.
მისი თქმით, „წარმატება“ ნაკლები ინტენსივობისა და ხარისხის სიტყვაა, ვიდრე „ბედნიერება“. წარმატება ყოველთვის არ არის ბედნიერება და არც ბედნიერებაა ყოველთვის წარმატება:
„წარმატება ყოველთვის არ არის ბედნიერება და არც ბედნიერებაა ყოველთვის წარმატება.
შეიძლება გაიმარჯვო, მაგრამ ბედნიერი არ იყო - მაგალითად, გამარჯვებას ის შესწირო, რაც ძალიან გეძვირფასება.
შეიძლება ბედნიერი იყო, მაგრამ ვერ გაიმარჯვო - მაგალითად, უკიდურესად გაგახაროს იმან, რომ სპორტულ ან სოციალურ შეჯიბრებაში შენ ნაცვლად შენმა შვილმა დაიკავოს პირველი ადგილი.
„წარმატება“ ნაკლები ინტენსივობისა და ხარისხის სიტყვაა, ვიდრე „ბედნიერება“.
წარმატება სურთ, ბედნიერებას ნატრობენ. წარმატებას მუდმივი ფიქრი და შრომა სჭირდება, ბედნიერება შეიძლება „ჩვეულებრივიც“ იყოს (მაგალითად, შვილიშვილის შეძენა) და „არაჩვეულებრივიც“ - შთაგონებისა თუ აღმაფრენის შედეგიც.
ორივეს სიყვარული ბადებს და აცოცხლებს. ადამიანს წარმატებაც ახარებს და ბედნიერებაც. ერთს კი აუცილებლად გირჩევთ:
არასდროს გაცვალოთ ბედნიერება წარმატებაზე - ღმერთი პირველში უსაშველოდ მეტად არის, ვიდრე მეორეში“, - წერს გია მურღულია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ ჩნდება დიაბეტი? - მამუკა რაშოიანი ინსულინის დასარეგულირებლად 4 სასარგებლო პროდუქტს გვიზიარებს
🎥 რა იწვევს ჭიპის თიაქარს და რამდენად ხშირია ეს პათოლოგია - ბავშვთა ქირურგი მითებსა და რეალობაზე