ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს.
„ამბობენ, ადამიანი იბადება, იზრდება და, თუ განვითარების პროცესს არასდროს შეწყვეტს, შეიძლება სრულყოფილების იერარქიის მაღალ საფეხურს მიაღწიოსო.
არ უნდა იყოს მთლად მართალი. ბავშვი უკვე აბსოლუტური სრულყოფილებაა!
ალბათ ბევრ რამეს ვკარგავთ, რომ ვიზრდებით და ბავშვობას ვეთხოვებით - არაფრისთვის გაკეთებულ სიკეთეს, სამოთხიდან გამოყოლილ ღიმილს, სხვისთვის უშურველ სიხარულს, სიცოცხლის თამაშს, გულიდან მზერაზე გადმოსულ სითბოს, დაუმადლებელი ბედნიერების კარის ოქროს გასაღებს...
შენში ბავშვსა და ბავშვურობის ამაღლებულ სიწმინდეს თუ დაკარგავ, ტყუილად გექნება ღმერთის კეთილგანწყობის იმედი.
მას ნაკლებად უყვარს ანგარიშიანი და მხოლოდ სათავისოდ მოაზროვნე თუ მოქმედი „დიდები“ - ასეთი ცხოვრება შეიძლება გაპატიოს, მაგრამ არ მოგიწონებს.
გიყვარდეს პატარები სულის მიღმაც და მასშიც.
გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს!
თუ პატარას არ შეიყვარებ და დაიცავ, რა უფლება გექნება, ანგელოზებზე იფიქრო და ილაპარაკო?
სრულყოფილება ბავშვურია - მას არ შეუძლია, რთული იყოს.
როდის იყო, ბავშვები სიცოცხლის თამაშს ართულებდნენ...“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გაიგე ვინ იყავით წინა ცხოვრებაში და გამოთვალეთ თქვენი წარსული ცხოვრება!
⭕„გაქვთ ვარსკვლავური პერიოდი და არ გაჩერდეთ!“- კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან