Digest Logo

„შესანიშნავ დედას, პროფესიონალ ანგლისტს, ყველასათვის საყვარელ კოლეგას და ლექტორს ვემშვიდობებით“ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

1693483341
ინგა გორგაძე

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის  ინგლისური ენის მიმართულების მასწავლებელი ინგა გორგაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს:

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ცენტრის ინგლისური ენის მიმართულების მასწავლებელი ინგა გორგაძე.

ინგამ სრულიად ახალგაზრდა ასაკში დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა ჩვენს უნივერსიტეტში. წლების მანძილზე იგი ინგლისური ენის კათედრის, ხოლო 2011 წლიდან ენების ცენტრის თანამშრომელი იყო. ინგა გამოირჩეოდა თავისი პროფესიონალიზმით, აკადემიურობით და განსაკუთრებული პიროვნული თვისებებით, რის გამოც იგი ყველასთვის საყვარელი კოლეგა და ლექტორი იყო.

ბოლო წლების მანძილზე ინგამ საოცარი ნებისყოფა გამოავლინა მძიმე სენთან ბრძოლაში. ცხოვრებისადმი მისი პოზიტიური დამოკიდებულება გულგრილად ვერ ტოვებდა გარშემომყოფებს.

მიუხედავად მისი ხანმოკლე ცხოვრებისა, ინგა მრავალი თაობის აღმზრდელია. მან წარუშლელი კვალი დატოვა მისი სტუდენტების განვითარების კუთხით.

ვუსამძიმრებთ ინგას ოჯახს და მეგობრებს. შესანიშნავ დედას, პროფესიონალ ანგლისტს, ყველასათვის საყვარელ კოლეგას და ლექტორს ვემშვიდობებით. ინგა გორგაძე მუდამ დარჩება ჩვენთვის ნათელი, უანგარო, კეთილსინდისიერი და მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მქონე პიროვნების მაგალითად“, - წერია სამძიმრის წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ აიაქსის უდიდეს ისტორიას კიდევ ერთი ქართველი წარმომადგენელი შეეხება“ - შოთა არველაძე

„დარწმუნებული ვარ, ზაზა ამ პატარა ბავშვის გადასარჩენად იბრძოდა, ვის გვერდითაც იპოვეს“ - ხათუნა აფაქიძე

🎥 ნეკა დოროყაშვილი საცურაო კოსტიუმში პოზირებს - „საოცრად ლამაზი ხარ“