Digest Logo

„შესანიშნავი გოგო, ელენე, ავარიას რომ ემსხვერპლა, ჩემი კარგი ნაცნობის, ნინო ერემაშვილის შვილია... მეორე გოგო სიცოცხლისთვის იბრძვის“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

1729062081
გიორგი კეკელიძე

კახეთში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ელენე მეგრელიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგიკულად დაღუპულ ქალს მეგობრები და ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.

ამასთან მომხდარი შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი დაშავდა, იგი სიცოცხლისთვის იბრძვის და ამჟამად კლინიკაშია მოთავსებული.

მომხდარ ტრაგედიას მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება:

„ის შესანიშნავი გოგო, ელენე, ავარიას რომ ემსხვერპლა, ჩემი კარგი ნაცნობის, ნინო ერემაშვილის შვილია. მეორე გოგო სიცოცხლისთვის იბრძვის. ნინოს ეყო ძალა და წერს: იმ გოგოსთვის ილოცეთ, ელენეს მე მივხედავო. და ცხადია, რომ ანასთვის უნდა ვილოცოთ ყველამ. მაგრამ ყველაზე ძლიერი ნინოს ლოცვა რომ იქნება - ეგეც ვიცი.
ადრეც მითქვამს - მე თვი­თონ შვილმკვდა­რი ოჯა­ხი­დან ვარ და არ­ცერ­თი მხრი­დან არ არის უცხო სიკ­ვდი­ლი ჩემ­თვის. ამი­ტო­მაც, ფიქ­რი და დაკ­ვირ­ვე­ბა სულ მის ირ­გვლივ ტრი­ა­ლებს. ზუს­ტად ვიცი: შვილმკვდა­რი დე­დე­ბი ვე­რას­დროს იყუ­რე­ბი­ან მაღ­ლა. მე­ტიც - მათ პირ­და­პირ მზე­რაც კი უჭირთ. ვე­რას­დროს გახ­დე­ბა ადა­მი­ა­ნი ადა­მი­ან­ზე მეტი.

ვე­რას­დროს მი­ი­ღებს, რომ სიკ­ვდი­ლი ერთი ბა­ნა­ლუ­რი აქ­ტია და ადრე თუ გვი­ან ყვე­ლას დაგ­ვას­რუ­ლებს ან იმას, რომ „ღმერ­თს თა­ვის­თვის მხო­ლოდ კარ­გე­ბი უნდა“.

შე­იძ­ლე­ბა მერე, მერე, წლე­ბის მერე ეს მცი­რე საყ­რდე­ნა­დაც იქ­ცეს, მაგ­რამ არა ახლა და ამ­წამს. დედა ამ ჭირ­თან ისე მარ­ტოა, რო­გორც თვი­თონ სიკ­ვდილ­თან ადა­მი­ა­ნი. მე მხო­ლოდ ძა­ლას ვუ­სურ­ვებ ნინოს და სხვებ­საც, ვი­საც ახლა შვი­ლი მო­უკ­ვდა და მათ შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცით. იმ გა­მო­უც­ნობ ძა­ლას, რო­მე­ლიც სი­ცო­ცხლე­ში აჯი­უ­ტებს ადა­მი­ანს, სხვა დარ­ჩე­ნი­ლი სი­ცო­ცხლე­ე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად. იმ ძა­ლას, ბე­ბი­ა­ჩე­მის თვა­ლებ­ში რომ ვხე­დავ­დი, თუმ­ცა არას­დროს მი­ნა­ხავს მისი თვა­ლე­ბი, რად­გან სულ დახ­რი­ლი ჰქონ­და“,- წერს გიორგი კეკელიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეს შოუ იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დედა უფლებას მაძლევდა, გვიანობამდე არ დამეძინა“ – მატილდა გვარლიანის შთამბეჭდავი გამოსვლა Victoria's Secret-ის შოუზე

⭕ წვიმა, თოვლი და ძლიერი ქარი - ამინდი უარესდება