
უკრაინაში წასული ქართველი მებრძოლი ლადო გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, რომ შეტაკებების დროს 9 ქართველი დაიჭრა, თუმცა საბედნიეროდ, ყველა კარგად გრძნობს თავს. მისი განცხადებით, რუსეთის მხარეს აქვს სოლიდური დანაკარგი.
„მოკლედ, რადგან ჭორის დონეზე გავარდა ხმა, გეტყვით:
შეტაკებაზე დავიჭერით ცხრა ქართველი, ყველანი ვართ კარგად და ვდგავართ ფეხზე მყარად.
მე პირადად მომხვდა „ასკოლკა“ თეძოზე და დამიდგინდა მსუბუქი „კანტუზია“ როგორც ხედავთ ვარ კარგად. შეტაკება იყო ძლიერი. ჩვენი გამოვედით დანაკლისის გარეშე. მოწინააღმდეგეს აქვს სოლიდური დანაკარგი.
მადლობა ჩვენ ქართველ მეთაურს და ჩემ მებრძოლ ძმებს. მადლობა ექიმებს. ერთობით გავიმარჯვებთ. როგორც მეთაურმა თქვა: „ჩვენი ქართველი დაღუპული მებრძოლების სისხლი ავიღეთ", - წერს ლადო გამსახურდია.
ასევე დაგაინტერესებთ👇