ყველასთვის საყვარელი მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.
ამჯერად იგი გამომწერებს უზიარებს კადრებს, სადაც ჩანს, რომ იგი ვალენსიაში ატარებს ზაფხულის ცხელ დღეებს.
ფოტოებს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
„ბედნიერი დასვენება“,
„შეუდარებელი ხარ“,
„უხდები მაქაურობას“,
„გამორჩეული ხარ“, - წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, იგი ეკრანზე პირველად გამოჩნდა საქართველოს ბანკის 2010 წლის რეკლამაში, შემდეგ – „იმედზე“ გასულ სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“, სადაც ის ასრულებს ანჩოს როლს. ამ როლმა მის სამსახიობო კარიერას დაუდო სათავე.
მას შემდეგ კი იგი უამრავ სატელევიზიო შოუში თუ სერიალში იღებს მონაწილეობას.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ
⭕ნინი შერმადინი პარიზში სოლო კონცერტს გამართავს - რას წერს მომღერალი