მოდელი, ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში ახალ კადრებს აქვეყნებს და საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს.
როგორც ირკვევა, იგი რჩეულთან ერთად დუბაიში იმყოფება, სადაც 2026 წელს შეხვდა:
„გილოცავთ ახალ წელს, ჰაბიბი“, - წერს შორენა ბეგაშვილი.
შორენა ბეგაშვილი უკვე რამდენიმე წელია, ტელეეკრანებიდან გაქრა და სატელევიზიო შოუებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. აღნიშნული გადაწყვეტილება კი იმით ახსნა, რომ მის ყოველ გამოჩენას უამრავი ჭორი მოსდევს. მიუხედავად ამისა, შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურია და საკუთარი ცხოვრების დეტალებს გამომწერებსა და გულშემატკივრებს პერიოდულად უზიარებს.
მოდელის პირად ცხოვრებას, არაერთი სკანდალი უკავშირდება და მის გვერდით მყოფ საყვარელ კაცზე სხვადასხვა ჭორი თუ მართალი ვრცელდება ყვითელ მედიაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„აიღეთ სუფთა ფურცელი და დაწერეთ ერთი სიტყვა...“ - ასტროლოგი 1-ელი იანვრის პრაქტიკას გვთავაზობს