Digest Logo

🎥 „სიმღერა სასწაულებს ახდენს!...თავიდან ხმასაც არ იღებდა“ - ბარბარა სამხარაძემ მოსწავლესთან ერთად სიმღერა შეასრულა

1783171243
ბარბარა სამხარაძე

25 წლის მომღერალი ბარბარა სამხარაძე საზოგადოებამ პროექტ „ნიჭიერიდან“ გაიცნო. მან სცენაზე პირველივე გამოჩენისთანავე შეაყვარა მაყურებელს თავი და მათი მხარდაჭერით, პროექტის გამარჯვებულიც გახდა.

მას შემდეგ წლები გავიდა, ბარბარა გაიზარდა, ბარიატრიული ოპერაციის შედეგად წონაშიც დაიკლო. ამასთან, პირად განვითარებასაც დაუთმო დიდი ძალისხმევა და საკუთარი მუსიკალური სტუდია ჩამოაყალიბა.

სწორედ ამ სტუდიაში წლის დასკვნითი კონცერტი ჩაატარა და მოსწავლესთან ერთად ნამღერი გაგვიზიარა:

„სიმღერა სასწაულებს ახდენს!

თავიდან ხმასაც არ იღებდა და ძალიან ცოტას ლაპარაკობდა. ახლა კი დიდ სცენაზე მღერის.

ალექსანდრესთან გარკვეული დროის მანძილზე ვმუშაობდი მარტო რომ ემღერა დიდი აუდიტორიის წინაშე, თუმცა ნერვიულობამ თავისი ქნა, ჰოდა ერთად ვიმღერეთ“, - წერს ბარბარა სამხარაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

⭕ ყველაზე ალერსიანი და ნაზი კაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - „ყოველთვის მიართმევენ ყავას საწოლში“

⭕ „ხშირად მაშინაც ვჭამთ, როცა სხეული ამას საერთოდ არ ითხოვს“ - არუნ ხათრი

⭕ ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც ყველაფერში უპირატესობა აქვთ