Digest Logo

„სიმღერას ვერ გავიგონებთ, მუსიკა და ბგერა თუ არ გვესმის...“ - რას წერს გია მურღულია

1789549802
გია მურღულია

ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:  

„ვენახი - ყურძენი - ღვინო...
ენა - სიტყვა - ლექსი...
ცხოვრება - დღე - ქცევა...
მარადისობა - წუთისოფელი - ადამიანი...
დაინახე მთელი, ნაწილი და ცალკეული.
ჯერ არსია, შემდეგ - არსისმიერი, ბოლოს - არსებული.
თითოეული ოთხივეს გულისხმობს, მოიცავს და გამოხატავს.
არსებობს შესანიშნავი სიტყვა „კანონზომიერება“.
მე ამ სიტყვაში არა ეტიმოლოგიურად, არამედ პირდაპირი ასოციაციით ორ საწყისს ვხედავ: „კანონს“ და „ზომიერებას“.
კანონს აქვს თვისება „საბოლოო ჭეშმარიტებად“ იქცეს.
ამ „სასიკვდილო სრულყოფილებიდან“ მას ზომის არისტოტელური შეგრძნება იცავს.
ზომიერების საწყისი და საზრისი კი ის არის, ზემოხსენებულ ოთხ „სამებაში“ რომ იკითხება.
ბალანსი ქმნის ჰარმონიას.
ჰარმონიაში მისი შემადგენელი არც ერთი ნაწილი თავის ბუნებას არ კარგავს, მაგრამ ყველა ერთად ახალ მთლიან განზომილებას ქმნის.
სიმღერას ვერ გავიგონებთ, მუსიკა და ბგერა თუ არ გვესმის.
ყველაზე იდუმალი კი დუმილის გაგონებაა.
დუმილი ხომ ღმერთის ლაპარაკია“, - წერს გია მურღულია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვისაც დედები გყავთ, გაუფრთხილდით, ჩაეხუტეთ, მოეფერეთ, რადგან დედის სიყვარული მართლაც განსაკუთრებულია...“ - კახა კალაძე

⭕„გაატარეთ საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად...“ - 16 სექტემბრის ტაროლოგიური პროგნოზი

⭕ „მანიპულატორი მამაკაცის 3 ფრაზა, რომლითაც გონებას გირევს...“ - რას წერს ფსიქოლოგი