Digest Logo

🎥 „სირცხვილია! ჩემს თავს არ ვაკადრებდი ამას... რეალობა სხვანაირად იყო და ამას მალე მოვყვები“ - ენი გასიევა ყოფილ გერს პასუხობს

1773736146
ენი გასიევა

რამდენიმე დღის წინ ყიფშიძეების ოჯახი გადაცემას „შეხვედრები ეკა ხოფერიასთან“ სტუმრობდა, სადაც მსახიობ გიორგი ყიფშიძის მარტოხელა მამობაზე, რთულ დღეებსა და ბავშვის მოვლის საკითხებზე ისაუბრეს. 

გიორგის პირველმა შვილმა, ნატალია ყიფშიძემ თქვა:

„კოსმო „კორონას“ ბავშვია. რომ გაჩნდა, ერთად, სხვაგან ცხოვრობდნენ, მისი ყოფილი მეუღლე და თვითონ. მანდ ვიყავი ერთი წელი. უნივერსიტეტი მქონდა ონლაინ. პირველი წელი ძალიან აქტიურად ვეხმარებოდი. მაგრამ, მერე მივხვდი, რომ ნამეტანია. ძალიან დიდი დრო მიჰქონდა ამ ყველაფერს. მერე მეორე ბავშვიც გაჩნდა. ეს ყველაფერი ისე გადალაგდა, რომ გიორგი სულ მარტო აღმოჩნდა. მე კი ძალიან მინდოდა დახმარება, მაგრამ მაგ დროს ვსწავლობდი, სერიალი დავიწყე და ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რაღაც ხდებოდა. პლუს, ჩემი კატა მყავდა და დიდი მოვლა სჭირდებოდა. ვუყურებდი, რომ, რეალურად, გიორგი სულ, სულ მარტო აღმოჩნდა...“. 

ეს განცხადება სასირცხვილო აღმოჩნდა გიორგი ყიფშიძის ყოფილი მეუღლისთვის, რომელთანაც 2 შვილი, კოსმო და ლუნა ჰყავს. 

საპასუხოდ ენი გასიევამ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და გამომწერებს სიმართლის მოყოლას დაჰპირდა:

„სირცხვილია! 

შენი ძმაა, აბა ოჯახს თუ არ დაეხმარე ვის უნდა დახმარებოდი, მაგრამ ოჯახის ამბებს სულ რომ ეგრე ყოფილიყო, რა გამომატანინებდა გარეთ. 

მეც ბევრ რამეს ვაკეთებდი, რაც ჩემს ვალდებულებაში არ შედიოდა და ასე არ გამოვსულვარ და გაურკვეველი მიზეზების გამო არ მითქვამს... 

ჩემს თავს არ ვაკადრებდი ამას, უბრალოდ ეგაა, ან თავმოყვარეობა გაქვს ან არა და რაც შეეხება კატა, მაქსიმუმ 2 წელია რაც მყავს. კატას მოვლა სჭირდებოდაო, ძალიან დიდიო. სიგიჟე. 

აი, ახლა კი ვისაც რა გინდათ ის მომწერეთ და რაც გინდათ თქვით, მაგრამ რასაც ნატალია საუბრობს არის სირცხვილი! სულ რომ ეგრე ყოფილიყო, ხმას როგორ ამოვიღებდი საჯაროდ, მაგრამ რეალობა სხვანაირად იყო და ამას აუცილებლად მოვყვები. 

ვინც მიცნობს და მაგ პერიოდში კონტაქტი ჰქონდა, არაერთ ადამიანს, რეალურად ყველამ კარგად იცის რა, როგორ იყო და არაერთი ადამიანია ამის მოწმე, ამაზე ძალიან მალე ჩავწერ ვიდეო“, - წერს ენი გასიევა.

ასევე დაგაინტერესებთ: 

🎥 „როდესაც ეს გამოსახულება გაქვს მთელ ფეხზე და კლუბებში დადიხარ, რაღაც ცუდი დაგემართება“ - რა საფრთხის მომტანია ტატუს გაკეთება?

19 მარტს თევზების ნიშანში ახალი მთვარეა, პლანეტა მერკური კი რეტროგრადულ ფაზას ასრულებს - რასთან უნდა იყოთ ფრთხილად?

გარდაიცვალა ჯანსუღ ჩარკვიანის მეუღლე ირმა ჩხეიძე