ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„გათავისუფლდით,
ღმერთს დაემონეთ და სიწმინდეა თქვენი ნაყოფი…“
– და არის სიწმინდე ჩემი ნაყოფი?!
– რას ნიშნავს „სიწმინდეა ჩემი ნაყოფი?“
ნაყოფი,
ანუ ჩემი ცხოვრების გარეგანი გამოხატულება, გამოვლინება,
რაშიც ვლინდება ჩემი ადამიანობა,
ჩემი ყოველდღიურობა,
ჩემი სულიერება,
ჩემი რელიგიურობა,
ჩემი ყოფა – ყველაფერი.
ეს არის ნაყოფი, თუ როგორ ვცხოვრობ,
და სიწმინდეაო ნაყოფი,
– და რას ნიშნავს?!
– ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემი ურთიერთობა, ჩემი შეხედვა, ჩემი ხმის ტონალობა, ჩემი სიარულის მანერა, ჩემი საქმეები ყოველდღიური,
ჩემი პატიოსნება ნებისმიერ საქმეში, მათ შორის პროფესიაში,
ჩემი ურთიერთობა ოჯახის წევრებთან,
ჩემი ლოცვა,
და ყველაფერი აბსოლუტურად – ღვთის ნებასთან თანხვედრაშია,
ამას ნიშნავს სიწმინდე,
სიწმინდე სხვა არაფერია, თუ არა ღვთის ნებასთან თანხვედრა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესეთ:
⭕29 ივნისი: თარიღი, რომლის შესახებაც წინასწარ უნდა იცოდეთ - „საკუთარ თავთან გულწრფელი საუბრის დროა“
⭕„ჩემი რონი-ექვთიმეს ნათლობა“ - ნინო მუმლაძის შვილი გაქრისტიანდა
⭕30 ივნისს პლანეტა იუპიტერი ლომის ზოდიაქოში გადავა - თამარ ხოსროშვილის პროგნოზი ტრანზიტზე