
ექიმი მარინა ტოტოჩავა სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას ესტროგენების შესახებ ინფორმაციას უზიარებს.
მისი თქმით, აღნიშნულ თემაზე ცნობადობა მოსახლეობაში ძალიან დაბალია, არადა სიცოცხლის ხარისხი და ხანგრძლივობა პირდაპირ არის დამოკიდებული ესტროგენებზე:
„ესტროგენებზე ძალიან ხშირად დეტალურად ვსაუბრობ. მოსახლეობაში მისი ცნობადობის დონე, მაინც ძალიან დაბალია. მათი შეკავება და დაბალანსება ყველაზე ხმამაღალი თემა უნდა იყოს, რადგან სიცოცხლის ხარისხი და ხანგრძლივობა პირდაპირ არის დამოკიდებული ესტროგენებზე.
ყველა დაავადებას ჰორმონული გადახრის ფონი აქვს. კიბოს მთავარი რისკია გადახრილი ჰორმონები. ჰორმონებს შორის ესტროგენების გადახრაა ის მაგისტრალური ღერძი, რომელთანაც სიმსივნეების 95 პროცენტი პირდაპირ ბმაშია. კიბო, გენების მუტაციის შედეგია. გენები ზედამხედველობენ ორგანოების უჯრედების ზრდას. გენები მუტაციას იღებენ დაზიანებული დეენემის გამო. დეენემს ყველაზე მეტად და გამოუსწორებლად არანატურალური კვება, ხელოვნური ჰორმონები, საყოფაცხოვრებო ქიმია და ქიმიური მედიკამენტები აზიანებენ. სიმსივნეებზე ბევრჯერ ვისაუბრე. ახლა მხოლოდ რამდენიმე წინადადებიანი ექსკურსი.
ამ დაავადების ბევრი მიზეზი და მაპროვოცირებელია გამოყოფილი, მაგრამ ლიდერობს ჰორმონული გადახრა, ქრონიკული ანთებები, მძიმე მეტალები, ხელოვნური ჰორმონებით ხანგრძლივი მკურნალობა, ხელოვნური კვება და მხოლოდ ქიმიურ მედიკამენტებზე აქცენტი.
კარცინომა სტატისტიკურად ყველაზე ხშირია. ადენოკარცინომა იმ ეპითელიურ ქსოვილში ხდება, რომელიც ლორწოს ქმნის. ესენი უფრო ჯირკვლებია პროსტატა, ძუძუ, მსხვილი ნაწლავი, პანკრეასი.
ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა არის ფილტვში, კანში, თირკმელში, კუჭში, ნაწლავში, შარდის ბუშტში.
სარკომა არის სისხლში, კუნთში, ძვალში, მყესში, ნერვში.
ლიმფომა ჰოჯკინი ბე უჯრედებისგან იქმნება ავი ლიმფიციტებით. არაჰოჯკინის ლიმოფმა ბე და ტე უჯრედებისგან იქმნება.
მელანომა მოშლილი მელანოციტებისგან. კიბოს პირველი ეტაპი არის ჰორმონული გადახრის და ღვიძლის დაზიანების ტანდემი, სადაც დომინირებს ესტროგენული დარღვევები.
პოსტულატივით უნდა დაიმახსოვროთ - სანამ ღვიძლი დაზიანების მეორე ეტაპს არ მიადგება, მანამდე არცერთი ორგანო არ დაუზიანდება ადამიანს. ამის დანახვა არის ადამიანის ხსნა დაავადებათა ჭაობიდან. მედიცინა მწირია მარტო თეორიული ცოდნით. ის ექიმისგან შეგრძნებაა უპირველესად. ჰაუსზე ფილმიდან ნაწყვეტი - ბავშვი პრეკომაშია და კვდება. ბებია მადლობას ეუბნება ექიმს. ექიმს უკვირს, რაში უხდის მადლობას. ხანდაზმული ჭკვიანი ქალბატონი - შენ დაინახე და იგრძენი ბავშვის დაავადება. ვინც დაავადებას ხედავს და გრძნობს, ის მისი მორჩენის გზებს აუცილებლად იპოვის.
ნებისმიერი დაავადებისგან, მით უმეტეს კიბოსგან, ადამიანების გადამრჩენია დროულად დაფიქსირებული ესტროგენული და ღვიძლის დაზიანების სტატუსი, რომელზედაც ზოგ ექიმს შეუძლია თქვას ეს არაფერია,რადგან ვერ შეიგრძნობს, ზოგი კი განგაშს გამოაცხადებს.
მსოფლიოს სამედიცინო სამყაროს ინტელექტუალური ფენა უკვე ღიად გამოდის არამიზნობრივად მოხმარებული ქიმიური მედიკამენტების წინააღმდეგ. მედიცინის ყველაზე ცნობილი მეცნიერები ევროპულ და ამერიკულ ყველაზე პრესტიჟულ სამედიცინო გამოცემებში ხმამაღლა აცხადებენ ამის შესახებ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნით, გამოწერილი მედიკამენტების 50 პროცენტზე მეტი , არამიზნობრივი, უსარგებლო და დამზიანებელია და ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას იწვევს.
წამლის რეგულირების სააგენტოებმა 200-მდე წამალი ამოიღეს გამოყენებიდან. ისეთი პრეპარატებია ამოღებული გამოყენებიდან, ადამიანებს ხშირი მოხმარებით, საოჯახო ნივთებთან რომ ჰქონდათ გათანაბრებული. ექსპერტები უკვე ყველგან აღიარებენ ფარმაცევტული ბიზნესის უკონტროლობას და ზიანს მოსახლეობაზე. ამბობენ, რომ ადამიანები ხშირად სიკვდილს ყიდულობენ . მით უმეტეს ჩვენთან, უსახსრო, ღარიბი ადამიანი ძალიან ძვირად, დაუნდობელ ფასში ყიდულობს ამ სიკვდილს. მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნები ფართოდ იყენებენ და ღიად აღიარებენ ,კიბოსა და სხვა დაავადებებზე მცენარეულ მედიკამენტებს, მაგრამ ნაკლებად გათვითცნობიერებულ ადამიანთა კოლოსალური გაბრიყვება მიდის.
ცნობილი ფაქტია, ამერიკულმა Forbs-მა ერთ-ერთ უკანასკნელ გამოცემაში ფარმაცევტული არქიტყუილების ანალოგია გააკეთა ნარკოტიკულ ბიზნესთან, სადაც ეწერა ფარმაცევტული მაფია კანონიერად კლავს ადამიანებს, მეორე კი უკანონოდ. ახლა ამერიკასა და ევროპაში ყველაზე შედეგიანი მედიკამენტები მცენარეულია. აფთიაქებში ბევრი საუკეთესო მედიკამენტია, მაგრამ როგორც ვიცით და ექსპერტებიც ამტკიცებენ, უდავოა , რომ წამლის სახელით ნაგავიც ბევრია. თან ძვირად , როცა ჩვენნაირ ღატაკ ქვეყანაში, ადამიანებს ყოველდღიური საკვების დიდი პრობლემა აქვთ.
ნებისმიერი ჰორმონის გადახრა აზიანებს და აავადებს ადამიანს, მაგრამ, ყველა მძიმე დაავადება და სიმსივნეები ,სტატისტიკურად მაღალ პროცენტში უკავშირდება ესტროგენებს. მკურნალობ რამე მძიმე დაავადებას და არ იცი ესტროგენების მდგომარეობა, ეს თავად პაციენტის მხრიდანაც ჩამორჩენილობაა და თვალსაწიერის სიმწირეა. ესაა არასწორი გზა და წყალში ჩაყრილი თანხები და ცხოვრებაც.
ნორმაში მყოფი ესტროგენების ფუნქციებია მეტაბოლიზმის რეგულირება; სისხლძარღვების, ვენების , არტერიების სიჯანსაღე; ძვლის სიმტკიცე, შინაგანი ორგანოების ჯანსაღად მუშაობა; ქოლესტერინის ნორმაში ყოფნა; თრომბის პროფილაქტიკა, სიმსივნეების აცილება.
ესტროგენების ნორმა აჯანსაღებს ფილტვებს, ღვიძლს, თირკმლებს და ყველა ორგანოს; აცილებს ალერგიებს, სახსრების დაშლას; ახდენს ლეპტინის და ადიპონექტინის დაცვას და ამით წონის და დიაბეტის მეორე ტიპის ნორმირება ხდება და სხვა.
ესტროგენის სამი ვარიანტია- ესტრონი, ესტრიოლი და ესტრადიოლი.
ესტრადიოლი არის ყველაზე მტკიცე და ფიზიოლოგიურად მყარი ესტროგენი.
ესტროგენები იქმნება ანდროგენებისგან კაცის ჰორმონებისგან. ესტრადიოლი წარმოიქმნება ტესტოსტერონისგან ფერმენტ არომატაზათ. ბოლო წინადადებაში კონცენტრირებულია უამრავი აგრესიული სიმსივნე, თუ ამ მექანიზმის დარღვევა მოხდა. ესტროგენის რეცეპტორი მუშაობს დეენემის ჰორმონულ უბანზე. სწორედ ამაშია კიბოს ძაღლის თავი, რომელიც არასოდეს არ ვითარდება ესტროგენების გადახრის და დეენემის დაზიანების გარეშე. ესტროგენები ქმნიან ეროგენულ მიდამოებს,მკერდს, ზრდიან თმას თმიან ადგილებზე. თმიანობის სიჭარბეც და ნაკლებობაც მათ უკავშირდება . კაცებში ისინი სპერმას აღვივებენ .ქალის მშვენიერების ბაზისი ნორმაში მყოფი ესტროგენებია.
აბსოლუტურად ჰარმონიული ესტროგენების მქონე ქალბატონებით ისე იხიბლებიან მამაკაცები, როგორც ვალერიანის წვეთები იზიდავს კატებს .ნორმაში ესტროგენები , ესაა ჯანმრთელი და სასურველი ქალი ნიკაპზე ბანჯგვლების და ზედმეტი წონის გარეშე; მშვიდი , მხიარული ხასიათით , დაუბერებელი კანით , ნაკლები ჩივილებით, რომელიც 90 წლის ასაკშიც კი კაშკაშებს და კაცს თავს არ აბეზრებს ბედკრულ ცხოვრებაზე წუწუნით.
ესტროგენების სიჯანსაღე ნიშნავს მუდმივ ახალგაზრდობას. ესტროგენები აყალიბებს ადამიანის ფსიქოსომატურ ტიპს. განსაკუთრებით, ყვირის მისი გადახრა ქალში. ჯანმრთელი ესტროგენის ქალს არასოდეს ემუქრება ფეხის მოტეხვა და სახსრის დაავადებები. დეტალურად რომ გაყვე ბიოქიმიური რეაქციების გამოსწორებით, ქოლესტერინი მაინც არასოდეს არ დარეგულირდება,ესტროგენული ბალანსის გარეშე. ესტროგენების მართვა ამცირებს ჭარბ ქოლესტერინს .თრომბის არსებობა გამორიცხულია ესტროგენული ბალანსის დროს. ნერვული სისტემა, შინაგანი ორგანოები, ძვალი, ფილტვი, კუჭ-ნაწლავი, ღვიძლი, თირკმელები და სხვა არასოდეს მორჩება ესტროგენული ბალანსის ფონის გარეშე. თუ ესტროგენები ნორმაა. არ არსებობს ინფარქტი და ინსულტი. ეს დადგენილია, უმაღლესი რანგის , ხანგრძლივი მნიშვნელოვანი ცდებით და კვლევებით და ბევრჯერ ნანახი გვაქვს პრაქტიკაში.. კანადელ მეცნიერთა კომპლექსური კვლევაა მხოლოდ ესტროგენის ნორმის დროს არის ტვინში თეთრი ნივთიერების სიჯანსაღე და შესაბამისად, არ არის სკლეროზული და ალცჰაიმერული შედეგები.
მომატებულ ტრიგლიცერიდებს ზოგი ებრძვის თავიდანვე და ეს შეცდომაა. ჯანმრთელობისთვის მებრძოლი ესტროგენები, ადამიანის დასაცავად, თავიდანვე ამატებენ ტრიგლიცერიდებ ს და ამით იცავენ სისხლძარღვებს დაზიანებისგან. ტრიგლიცერიდების სწრაფი ვარდნა სიმსივნის კლასიკური ნიშანია.ტრიგლიცერიდების აწევა ქოლესტერინების ანალიზში დიდი სიგნალია იმის, რომ უკიდურესად მოშლილი გაქვს მეტაბოლიზმი, ლიპიდების ანუ ცხიმების ცვლა და ბევრი ცუდი დაავადება გემუქრება. ქოლესტერინების ანალიზში მომატებულ ტრიგლიცერიდებს, თავიდანვე ბრძოლას ნუ გამოუცხადებთ. ისინი სწორი დ ჭარბი ქოლესტერინის დაკლებისთვის იბრძვიან და ამიტომ არიან მომატებული. ტრიგლიცერიდების მატებას ჯერ კიდევ სასიცოცხლო უნარშენარჩუნებული ესტროგენები აკეთებენ. ამჯერად სასიკეთოდ.
ესტროგენის ფუძე ადგილებია - საკვერცხეები, პლაცენტა. მცირედ გამოიყოფიან ისინი თირკმელზედა ჯირკვლებში .საკვერცხე არის ქალის ესტროგენის სამჭედლო. ესტროგენები ქალური ჰორმონებია, ხოლო ანდროგენები მამაკაცური. მაგრამ ,ორივე სქესს აქვს გარკვეული რაოდენობით ორივენაირი ტიპის ჰორმონები , რომლებიც სიცოცხლისათვის მტკიცედ უნდა იყვნენ განსაზღვრულ ნორმებში. ანდროგენები ესტროგენების პრეკურსორებია. ანუ მათი წინა ბიოქიმიური სტადია .ისინი ესტროგენებად ფერმენტ არომატაზას საშუალებით გადაიქცევიან.
საკვერცხეები არომატაზას საბადოა. ზოგი არომატაზა ცხიმში ბუდობს, მით უმეტეს ჭარბწონიანში. ამიტომ აქვს მაგალითად, ჭარბწონიან ქალებს სიმსივნის მომატებული შანსი. ესტრადიოლი იქმნება ტესტოსტერონისგან. ჯანმრთელ ქალში, ესტროგენი ძირითადად წამოიქმნება საკვერცხეში. თუ გადახრებს აქვს ადგილი, მაშინ ჭარბი ესტროგენები უფრო მეტად მიიღება ცხიმოვანი ქსოვილებიდან, გაცხიმოვნებული ღვიძლიდან,თირკმელზედა ჯირკვლიდან,ტვინიდან, კუნთიდან. მეტი ცხიმი მეტი ესტროგენი მეტი შანსი სიმსივნის. დაზიანებული ღვიძლის დროს მისი გაცხიმოვნებული უჯრედებისგან ესტროგენები ჭარბად მიიღება. საერთოდ, ჭარბი ესტროგენი მიიღება ან უხარისხო საკვებით ან პათოლოგიური ჰორმონული ცვლით. პათოლოგიურ და ჭარბ ესტროგენს აგროვებს ასევე პლასტმასის ბოთლის გამოყენება, არანატურალური კვება, უხარისხო კოსმეტიკა და ბიჟუტერია,უხარისხო ავეჯი, საყოფახოვრებო ქიმია, ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება.
დავაკონკრეტებ სასქესო ჰორმონები არიან სტეროიდები. ისინი მართავენ სექსუალობას და გამრავლებას. მათ, ქალებში საკვერცხე ქმნის, კაცებში კი, სათესლე. ქალი ქმნის ესტროგენს და პროგესტერონს. კაცი ქმნის ანდროგენებს უფრო ტესტოსტერონს. ქალის მიერ შექმნილი ანდროგენების დიდი რიცხვი ესტროგენებად გადაიქცევიან .ანუ ქალს რომ ანალიზებში ანდროგენული ჰორმონების სიჭარბე აქვს, ამას სასწრაფო სწორი მკურნალობა უნდა თორემ გზაა კიბოსკენ.
კერძოდ, ტესტოსტერონის, დეჰიდროეპიანდროსტერონის და სხვების სიჭარბეზეა საუბარი. ზოგ კაცს ანდროგენი ესტროგენად გადაექცევა და ეს არის გზა მძიმე დაავადებებისკენ და სიმსივნეებისკენ. სასქესო ჰორმონები ქოლესტერინისგან წარმოიქმნებიან. არაექიმიც მიხვდება ,რომ ქოლესტერინის გადახრა ჰორმონული რღვევის შედეგია.
გაავებული ესტროგენების ნიშნებია მენჯის გაფართოება, დიდი მუცელი , ღვიძლის გაცხიმოვნება, წონის მატება ,ჩიყვი, მენსტრუაციის არევა, ჭარბსისხლიანი ან მტკივნეული მენსტრუაცია, ფსორიაზი, ეგზემა,თმის ცვენა, გულმავიწყობა, უძილობა ,უენერგიობა, სიმსივნეები, პოლიპები , ფიბროზი და მსგავსი წარმონაქმნები; ალები, ქოლესტერინის სიჭარბე, შაკიკი ან პერიოდული თავის ტკივილი და არასტაბილური წნევა, ჭარბ ბეწვიანობა, არეული კუჭ-ნაწლავი, შინაგანი ორგანოების დარღვეული მეტაბოლიზმი,ფსიქოზები, ფსიქიკური დაავადებები, ნევროზული და აგრესიული ტიპაჟი, დეპრესია, სექსუალური გადახრები ,დიდი წონა ან ძალიან სიგამხდრე და სხვა .თითქმის, ყველა ტიპის სიმსივნე მწყობრიდან გამოსულ ესტროგენს უკავშირდება.
ესტროგენის მატება კაცებში ერექციის და ლიბიდოს დაქვეითება ,ჩიყვი, თმის ცვენა, ბოღმიანობა, აგრესიულობა, სიმსივნეებისკენ განწყობა. გარდა მკურნალობისა, როგორ შეამციროს მამაკაცმა ესტროგენი თეთრი და წითელი თევზი,დე ვიტამინის რეგულირება,ხიზილალა ,გოგრის თესლი ,შრატის ცილა ანუ ნატურალური ყველის შემქმნელები რასაც სველს ეძახიან, სითხე რაც რჩება ყველის ამოღების შემდეგ და სხვა.
ჭკვიანი დიასახლისები სპეცცოდნის გარეშეც, ქვეცნობიერად ხვდებიან ბევრ რამეს . მაგალითად,არ ამატებენ ხორცის სუფს ქინძს და ნიახურს ან ცერეცოს ,იმიტომ რომ ხორცის წვენი ბევრ ესტროგენს შეიცავს და ჩამოთვლილებშიც ბევრი ესტროგენია. ფიტოესტროგენული მცენარეები ჰორმონების ნატურალური ანალოგებია და მათი არასწორად მიღება აზიანებს. სოფელში ქალბატონები მაღლა მთაში ადიან და ეძებენ ბალახს ძმერხლის, რომ მათმა ძროხებმა მეტი მოიწველონ. რადგან, ძმერხლი ფიტოესტროგენია და ბევრ ესტროგენს შეიცავს.
ფსილიუმის რეკლამირება ახლა ფართოდ ხდება .საუკეთესო მედიკამენტია, მაგრამ იმათთვის ვისაც ის სჭირდება და არ დააზიანებს. დაუშვებელია მისი დალევა მაღალი ესტროგენის დროს, რადგან ,თავად შეიცავს ჭარბ ესტროგენებს. მაღალი ესტროგენი თუ გაქვს არცერთ შემთხვევაში არ დალიო რძე, ღვიძლს დააზიანებს. სიკვდილ-სიცოცხლის დემარკაციული ხაზი გადის ესტროგენზე, მაგრამ, მოსახლეობის დიდ ნაწილს წარმოდგენა არა აქვს საკუთარი ესტროგენული სტატუსის შესახებ.
როგორც ვთქვი, ესტრადიოლი ყველაზე რთული და მტკიცე ესტროგენია, რომლის გადახრაც ხმაურიანად აგანგაშებს მძიმე დაავადებების და სიმსივნეების დაწყების შანსებს . სტატიებში ბევრჯერ დავაკონკრეტე დეტალურად ეს სტანდარტი, მაგრამ კიდევ ვიმეორებ. სამედიცინო სტანდარტით ესტრადიოლის მატება ეს დაავადებებია საკვერცხის კისტა, საკვერცხის კიბო, სათესლეს კიბო, ღვიძლის ციროზი, ,ჩიყვი. ესტრადიოლის ნორმის ქვევით კლებას მოჰყვება----ჰიპოგონადიზმი,პროლაქტინის აწევა ,ლუთეინური ჰორმონების დაზიანება,სასქესო ორგანოების ქრონიკული ანთებები და გადაგვარება, ქრ პროსტატიტი , ტერნერი ,სხვადასხვა ორგანოების ქრონიკული ანთებები და გადაგვარება და სხვა.
მცენარეები ცოცხალი ორგანიზმებია, რომლებიც მზის ენერგიით ავტოტროფულად იკვებებიან. ფიტოესტროგენები სასწაულმოქმედი მცენარეებია. ღმერთმა ისინი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად შექმნა, რადგან, ისინი ნატურალური ჰორმონებია. ჰორმონის გადახრის ფონის გარეშე არ არსებობს არც დაავადება, არც შეტევა, არც სიმსივნე, არც დისკომფორტი. მაგალითად, შაკიკის მექანიზმი უამრავჯერ ავხსენი ,თავისი პოლისემანტიკური, ურთულესი, კომბინირებული ხასიათით, მაგრამ მექანიზმების ეს კასკადი არასოდეს წამოვა ანუ შაკიკის შეტევა არ განვითარდება, თუ ფონად ჰორმონული ცდომა არ იქნება. ამიტომ უკავშირდება შაკიკის შეტევა უხშირესად ან ინტოქსიკაციას ან ახალ მთვარეს ან მენსტრუაციას ან ძლიერ ემოციას. შაკიკის დროს მაქსიმალური ჰორმონული მოშლაა“, - წერს მარინა ტოტოჩავა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „რა ვუშველოთ თმის ცვენას, ყველაზე ეფექტური მკურნალობა...“ - კოტე თოდუას რჩევები!
⭕ ახალგაზრდა კაცი, რომელიც ავარიის დროს მძიმედ დაშავდა, კლინიკაში გარდაიცვალა