
ექიმი კოტე თოდუა „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს. მედიკოსს 69 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.
ამჯერად იგი ახალ ვიდეოს აქვეყნებს სათაურით - „რა ვუშველოთ თმის ცვენას (ალოპეცია) - ყველაზე ეფექტური მკურნალობა“ და აღნიშნული თემის შესახებ რჩევებს გვიზიარებს:
„კაცებს თმის ცვენა ეწყებათ 20 წლიდან. ნელ-ნელა მიმდინარეობს და მერე ჩქარდება. ქალებში კი თმის ცვენა ძირითადად მენოპაუზის შემდეგ იწყება.
კაცებში თმის ცვენა ძირითადად დამოკიდებულია გენეტიკურ მგრძნობელობაზე. ზოგიერთი ამბობს, რომ ეს მაღალი ან დაბალი ტესტოსტერონის გამო ხდება. ტესტოსტერონი გარდაიქმნება დიჰიდროტესტოსტერონად, ამიტომ რამდენად მგრძნობიარეა ფოლეკულები მაგის მიხედვით სცვივა ადამიანს თმა.
70 წლის ასაკიდან კაცს მნიშვნელოვნად ექნება გაცვენილი თმა.
ასევე თმის ცვენა დაკავშირებულია პროსტატასთან და გულის დაავადებებთან. მათ ვისაც თმა ადრეულ ასაკში სცვივათ, შესაძლოა, 30 პროცენტს აღნიშნული დაავადებები აღმოაჩნდეს.
როგორ ვუმკურნალოთ თმის ცვენას?
ყველაზე ეფექტური მკურნალობა კაცებისთვის არის ფინასტერიდი. ეს არის ფერმენტი, რომელსაც ტესტოსტერონი დიჰიდროტესტოსტერონში გადაჰყავს. ერთი მილიგრამი ინიშნება ხოლმე დღის განმავლობაში. არ აქვს მნიშვნელობა კვებასთან თუ კვების გარეშე. ვინც ამ მედიკამენტს იღებს მნიშვნელოვან პროგრესს ამჩნევს 2 წელში. შეწყვეტა პრობლემაა, რადგან ისევ დაიწყება თმის ცვენა.
ამ მედიკამენტს ახასიათებს ლიბიდოს დაქვეითება. სპერმის მოცულობის შემცირებაც ახასიათებს. შესაძლოა, ამ დროს სქესობრივი პრობლემებიც გაჩნდეს. ექიმების ნაწილი ეთანხმება ამ მედიკამენტს ნაწილი კი არა. ესეც ძალიან იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს კაცში.
ქალებისთვის აღნიშნული მედიკამენტი არ არის რეკომენდებული და არც ინიშნება ხოლმე. მით უმეტეს თუ კი იგი მშობიარობას აპირებს.
მენოპაუზის შემდგომ კი შესაძლებელია მისი გამოყენება“, - ამბობს კოტე თოდუა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ახალგაზრდა კაცი, რომელიც ავარიის დროს მძიმედ დაშავდა, კლინიკაში გარდაიცვალა
🎥 თამო ვაშალომიძე ვენეციის კინოფესტივალზე ქართული დროშით მივიდა - რა კადრებს აქვეყნებს მოდელი
🎥 თამო ვაშალომიძემ ვენეციის კინოფესტივალზე წელსაც გაიბრწყინა - ცნობილია, ვისი კაბა ეცვა მოდელს