მუსიკოს დათო ევგენიძის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ის თავს კარგად გრძნობს. სოციალურ ქსელში დათოს მეუღლე ნინო ჟვანია იმ ადამიანს, რომელმაც თავის ქმარს ღვიძლი გადაუნერგა, კიდევ ერთხელ უხდის მადლობას.
„ჩემო ლეკა და მახარა, თქვენ დათოს აჩუქეთ სიცოცხლე.... მე სიტყვები არ მყოფნის სიყვარულის და მადლიერების გამოსახატავად.... თქვენ „არანორმალური“ ადამიანები ხართ, ეს სასწაული რომ გააკეთეთ.
მიყვარხართ, მიყვარხართ, მიყვარხართ....“, - წერს ნინო ჟვანია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: