Digest Logo

„სიტყვები მართლა გამექცა და ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც ეს გულწრფელად განიცადა“ - ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

1679218974
ანა მიქაძე

ცოტა ხნის წინ ყველის გილდიის თავმჯდომარემ ანა მიქაძე–ჩიკვაიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რითაც დიდ დიღომში მომხდარ 12 წლის ბავშვის საზარელ მკვლელობას გამოეხმაურა.

„10 საათზე რატომ ყრია უპატრონოდ ამდენი ბავშვი გარეთ?“ - ანა მიქაძე–ჩიკვაიძე

აღნიშნული პოსტის გამო ანა მიქაძეს საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდა მოუწია.

„ამევსო პირადი მესიჯ ბოქსი სააგენტოების ქვეშ დაწერილი ლანძღვით .. მიგზავნიან ახლობლები და ნერვიულიბენ..
გთხოვთ, მართლა ნუ განიცდით ასე.

მე საჯარო პირად ვითვლები და მიჩვეული ვარ ყველა ქცევაზე ვაგო პასუხი.. და ნუ ეპასუხებით, მით უფრო ნუ მიცავთ და ვიცი რომ ქებაც არ გენანებათ.

მერწმუნეთ არ არის საჭიროო... ეს სტატუსი იყო შეცდომა..

სიტყვები მართლა გამექცა და ბოდიშს ვუხდი ყველას ვინც ეს გულწრფელად განიცადა. მაგინებლებსაც და მყვარებლებს პირველ რიგში, ვინც ჩემს გამო განიცადეთ.

ბოლოს ვიტყვი, მე რომ სიკვდილი მჭირს ისეთი უნდა, ვინც იცით მიხვდებით..

არასდროს არ შევეხები შვილმკვდარ დედას.. ესეც გესმით იმედია..
სულ სხვა რამ. დავწერე და სხვა გამოვიდა. ბოდიში“, - წერს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მოიმატებს გადაადგილებების, შეხვედრების, საინტერესო საუბრების რიცხვი“ - ხათუნა ნოელი მერკურის ვერძის ნიშანში გადასვლაზე

🔵როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდები? - რას ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში

🔵ქართველი სპორტსმენი ავარიაში მოყვა - ალექსანდრე წივწივაძე რეანიმაციაშია გადაყვანილი