
ყველის გილდიის თავმჯდომარე, ანა მიქაძე–ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში დიდ დიღომში მომხდარ 12 წლის ბავშვის საზარელ მკვლელობას ეხმაურება.
მიქაძე საზოგადოებას შეკითხვით მიმართავს, თუ რა ესაქმება 10:00 საათზე ბავშვებს გარეთ მარტო.
„ჩემს უბანში, (არ დავწერ ) ძალიან ხშირად ვხედავ ცოტა ემო, ცოტაც ფრჩხილის შავლაქიან თამამ გოგონებს, ასე
6-დან 12 წლამდე… ჯგუფ ჯგუფად დადიან... წვენებით და სასუსნავებით.
საღამოს საათებში, გვიანაც მინახავს. მათ ახლობლებს რა აჩერებთ ასეთ დროს სახლში მშვიდად..
ბიჭების მეშინოდა და არ ვიცი როგორ ვახერხებდით მე და ჩემი და კონტროლს, ასინეთებად ვიყავით ქცეული…
სიმშვიდე არ გვქონია..
ახლაც ვცქმუტავ 30 წლის ნაბოლარაზე ... და რას არ ვიგონებ დარეკვის მიზეზად.
ხალხნოო, ბავშვები ნამდვილი ბავშვები - 10, 12 წლის ბავშვს 10 საათზე რა უნდა ქუჩაში?
კარგი დავუშვათ დღეც ხდება უბედურება.
10–ზე რატომ ყრია უპატრონოდ ამდენი ბავშვი გოგონა
რააააატომ?“, - წერს ანა მიქაძე–ჩიკვაიძე.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი 16 მარტის საღამოს დაიკარგა. მას 23:00 საათიდან სამართალდამცველები და ადგილობრივები ეძებდნენ. მოზარდი ბოლოს პეტრიწის ქუჩის მიმდებარედ, სკვერში ნახეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი მოშორებით, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა ბევრი მცდელობის მიუხედავად, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გავრცელებული ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გოგონა საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს.
ასევე დაგაინტერესებთ: