Digest Logo

„სიყვარული თავისუფლების გარეშე არ არსებობს...“ - თეოდორე გიგნაძე

1764250922
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„ღმერთმა ჩვენ ყველაფერი მოგვცა,
ერთი რამ, რისი მოცემაც მას არ შეუძლია - ეს არის ის, რომ ჩვენ ის გვიყვარდეს,
ამის მოცემა მას არ შეუძლია;
და ეს ასე იმიტომ არის, რომ სიყვარული თავისუფლების გარეშე არ არსებობს,
და თავისუფლება არის თვისება, რომელშიც თუ ჩაერევა ღმერთი - მაშინ თავისუფლება აღარ მექნება,
და სიყვარულიც აღარ შემეძლება,
და ეს არის იმიტომ ასე, რომ მე მან ღმერთად შემქმნა;
მე ღმერთი ვარ, მადლით, პოტენციაში - ასე შექმნა ადამიანი;
თავისი სიცოცხლის სუნთქვა რომ შთაბერა,
შთაბერა არსება,
ქმნილება, რომელიც ღმერთია,
ოღონდ ღვთის წყალობითა და მადლით, არა ბუნებით;
ყველაფრით ჰგავს ღმერთს,
ყველაფრით,
ეს ნიშნავს იმას, რომ ის თავისუფალია,
და თავისუფლებას თუ შეეხება - ის ღმერთი ვეღარ იქნება,
ვერ იქნება ის, ვისაც შეუძლია ღმრთისაებრ, ცხოვრება სასუფეველში,
ყოვლადწმინდა სამების მეოთხე წევრობა“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მომღერალი ქეთი ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„არ მინდა ტრანსფორმაცია, რომელიც ლამაზად ჟღერს, თუმცა ტყავის გაძრობას ნიშნავს, არც ღალატი, რომელმაც ადამიანების ცნობა უნდა მასწავლოს, მაგრამ...“ - რას წერს ხათუნა მუზაშვილი

„მეტი გულწრფელობა, ნაკლები კომპრომისი! თვალებს ვერ დახუჭავ იმაზე, რაც აღარ არის შენი“ - როგორ აფასებს ქეთევან ჯანდიერი 2026 წელს