ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:
„ყველაფერი შეიძლება მოხდეს - მთავარია შენი დამოკიდებულება მომხდარის მიმართ.
არ მისცე უფლება რაიმეს ან ვინმეს იმდენად დიდი გავლენა მოახდინოს შენზე, რომ ნება შეგიზღუდოს და შენს ფიქრსა თუ მოქმედებას მთლიანად დაეუფლოს.
შენი „მე“ არ შეიძლება სხვის ეტლში შებმული ჯორი იყოს - ადამიანი ასეთი კატეგორიული დაქვემდებარებისთვის არ იბადება.
შენ უნდა გადაწყვიტო, რას, რატომ და რისთვის ირჩევ, რადგან ეს არის თავისუფლება.
სჯობს სადავეები შენ გეჭიროს, ვიდრე სხვის ეტლში იყო შებმული.
ხანდახან ჯორსაც ჰგონია, რომ მიმართულებას განსაზღვრავს, მაგრამ ამას, წესით, მეეტლე აკეთებს“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „სხვის პრობლემებს ნუ აიღებ...“ - 18 აგვისტოს ენერგიები
⭕ Vogue-მა კრიშტიანუ რონალდუსა და ჯორჯინა როდრიგესი ქორწილის ექსკლუზიური ფოტოები გამოაქვეყნა