
14 ივნისს, ავტოსაგზაო შემთხვევას გონიოში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ორი ადამიანი. ცნობილია დაღუპულების ვინაობაც: მეგი ჯაიანი, ანა მახარაძე და სალომე გორგაძე.
ავარიის დროს დაღუპული მეგი ჯაიანის და ნაზი ჯაიანი სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს ავრცელებს, რომელზედაც წერს:
„რას წარმოვიდგენდი ამ ასაკში ამის გადატანა თუ მომიწევდა და მაინც ფეხზე ვიდგებოდი? მეგიკუნა არ მიწყინო, უბრალოდ სხვა გზა არ მაქვს, დედიკოს და მამიკოს უნდა მივხედო.
მენატრები, ძალიან მენატრები.. მინდა სულ შენთან ვიყო, ვცდილობ მაგრამ ცოტა ხნით მიწევს ხოლმე მაინც შენი დატოვება, არც ეგ არ მიწყინო.
სულ შენზე ვფიქრობ, ნეტა როგორ ხარ? რამე ხომ არ გტკივა?… ჩემი ყოველი დილა შენთან მოსვლით იწყება, შენი ახალი სახლის გალამაზებით, გპირდები ყვავილს არ დავაჭკნობ, ფერადი ყვავილებით მოგირთავ მაქაურობას. ცოტა დრო სჭირდება, მაგრამ სულ ცოტა დარჩა პრინცესულად, რომ მოგიწყო აქაურობა ვეღარ ვხვდები რა დავწერო, როგორ მოგეფერო, როგორ გაგრძნობინო, რომ ძალიან მიჭირს და ძალიან მენატრები“, - წერს ნაზი ჯაიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ გავატაროთ ზაფხული და დავისვენოთ ფენშუის მიხედვით?! - თიკა ქოქაშვილის რჩევები