უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში უსახლკარო მოხუცის შესახებ წერს, რომელსაც საზოგადოების დახმარება სჭირდება.
„SOS ! SOS ! სულ ასეა, უკვე რამდენიმე დღეა !!!
სადგურის მეტროსთან, დადიანის მხრიდან...ეს უსახლკარო ქალბატონი არის აშკარად ძალიან ცუდად, ადრე ხელსახოცებით ვაჭრობდა, ახლა ამასაც ვეღარ ახერხებს... როგორც ადგილზე ამბობენ, 3 კვირაა ქუჩაში ცხოვრობს, გადაბმით...ყველა მძიმე თანამდევი მოვლენით...
იქნებ ერთად ვაიძულოთ ხელისუფლების სათანადო ორგანოებმა მიხედონ ამ ადამიანს, სანამ დაიღუპება.
სხვა ყოველივესთან ერთად, ესაჭიროება, ფსიქოლოგის დახმარებაც...“, - წერს ლაშა ჩხარტიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ირინა ონაშვილის რომანტიკულმა კადრებმა საზოგადოება აალაპარაკა - „მართლა ულამაზესია“