ორდღიანი ძებნის შემდეგ, ამერიკაში საქართველოს მოქალაქე კობა ძიგრაშვილი იპოვეს.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფეისბუკ მომხმარებელი გიორგი ნიკოლაიშვილი ავრცელებს.
„ყველას გილოცავთ.
Arakhamiia Makrine-ს პოსტს ათასობით ადამიანი გამოეხმაურა, კობა ძიგრაშვილი ცოცხალია, ჰოსპიტალშია და ოჯახსაც ესაუბრა უკვე.
მადლობა თეონა არახამიას, ნათია ნუცუბიძეს, სალომე ნუცუბიძეს, ია ბაიარდს, ნიკა ბოჭორიშვილს, მილენა ბურდულს და უამრავ გულანთებულ ქართველს, ვინც ეს დღეები კობას ეძებდა“, - წერს გიორგი ნიკოლაიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 მეგობრისგან ნასროლი სასიკვდილო ტყვია - რატომ მოკლეს 25 წლის ბიჭი თბილისში?