Digest Logo

სპორტის მინისტრი საქართველოს ძალოსანთა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების წევრებს შეხვდა

1788619674
სპორტის მინისტრი

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები ბაკურიანში ევროპის ახალგაზრდული და უფროსებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატებისთვის ემზადებიან.

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ქართველ ძალოსნებს შეხვდა და ჩემპიონატებზე წარმატებული ასპარეზობა უსურვა; მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს სპორტის ამ სახეობის მხარდაჭერას.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა ტალახაძე, ძალოსნობის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე და ფედერაციის სხვა წარმომადგენლები.

საწვრთნელ პროცესში ჩართულია ლაშა ტალახაძეც. სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნაკრებთან ერთად ვარჯიში განაახლა და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება. ლაშა ტალახაძის მიზანია 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადისთვის ლიცენზიის მოპოვება.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 12 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით ალბანეთში გაიმართება.

უფროსებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატს კი ჩინეთი 27 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ადამიანები თავიანთ უბედურებაში პარტნიორებს ადანაშაულებენ...“ - რას წერს ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე

⭕ „უფრო მდგრადი ხდება ის ასაკობრივი ცვლილებების მიმართ...“ - როგორ ავირიდოთ თავიდან დემენცია

🎥 „გელოდება მნიშვნელოვანი საუბარი...“ - თაკო მელიქიშვილის ასტრო რჩევები