ქართველი წინასწარმეტყველის ლელა კაკულია ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე რუსული გაზსადენების შესახებ მის მიერ ნაწინასწარმეტყველევი ინფორმაცია ქვეყნდება. აღნიშნული ინფორმაციით, პოსტის ავტორი ხაზს უსვამს იმას, რომ ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება უტყუარია.
„რაღა თქმა უნდა, ყველამ იცით, რომ 26 სექტემბერს რუსულ გაზსადენებზე — „ჩრდილოეთის ნაკადი -1-სა“ და ჩრდილოეთის ნაკადი-2-ზე“ დანიის წყლებში დივერსია მოხდა. ორივე მილსადენზე ოთხი ტოტია დაზიანებული და ბალტიის ზღვაში დიდი რაოდენობით გაზი ჟონავს.
გერმანელი ექსპერტების შეფასებით, დაზიანება იმდენად სერიოზულია, რომ გაზსადენები, სავარაუდოდ, საერთოდ უვარგისი გახდება გამოსაყენებლად.
თავად მილსადენები ოპერატორი კომპანია Nord Stream AG აცხადებს, რომ ეს უპრეცედენტო ინციდენტია, და ჯერჯერობით წარმოდგენაც არ აქვთ, შესაძლებელია თუ არა გაზსადენების შეკეთება, ან რა დრო და ხარჯები დასჭირდება მათ რემონტს.
ქვემოთ მხოლოდ სამ ჩანაწერს შეგახსენებთ ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებებიდან, რომლებიც კონკრეტულად „ჩრდილოეთის ნაკადებს“ შეეხება.
ვფიქრობთ, ეს სამი ამონარიდიც კი (რომლებიც მანამდე უკვე იყო გამოქვეყნებული გაზეთებსა და წიგნებში, ასევე ჩვენს ფეისბუქ-გვერდზეც) სრულიად საკმარისი მტკიცებულებაა იმისა, რომ ქართველი წინასწარმეტყველის ყოველი სიტყვა ზედმიწევნით ზუსტად ცხადდება“, - წერს ლელა კაკულია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 გიგი დედალამაზიშვილმა 18 კილო დაიკლო - მომღერლის რჩევები წონაში დაკლების მსურველებს
🔵„მოიმატებს მოტყუებისა და თვითმოტყუების ალბათობა“ - მიხეილ ცაგარელი