ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც პანიკური შეტევასა და სხეულის მოსმენის მნიშვნელობაზე საუბრობს:
🔥 პანიკური შეტევა გქონია? მას შფოთვით შეტევასაც ეძახიან და ის დედამიწის მოსახლეობის 35 % აქვს. (თუმცა რეალურად გაცილებით მეტი იქნება ეს მაჩვენებელი დღევანდელ ქაოტურ სამყაროში).
🫴 ამ დროს გულის რიტმი ჩქარდება, პირველი რეაქცია სუნთქვის გაძნელების დროს არის შიში, ხარბად გინდა ჩაისუნთქო ჟანგბადი, მაგრამ... არ გამოდის... უამრავი რეკომენდაციებია მსგავსი შეტევის მოსახსნელად, თუმცა ყველაზე ეფექტური, პირადი გამოცდილებით არის სუნთქვის შეკავება. ჩაისუნთქე რომ შიში არ გამძაფრდეს და შეჩერდი!
P.S. თუ ხშირი სახე აქვს ასეთ შეტევებს, აიცილებლად მიმართეთ სპეციალისტს!
✋რატომ უნდა მოუსმინო სხეულს 👇
ადამიანები ბიოქიმიის შედეგები ვართ, დაწყებული ფიზიკური თავისებურებებით, ემოციებით, გრძნობებით დამთავრებული მენტალური მდგომარეობით. ბიოქიმია კი საკმაოდ რთული, ხშირად არაპროგნოზირებადი და პარადოქსული თემაა. "ვერიგო- ბორის ეფექტი" (1904). - შემდეგზე მეტყველებს, "ჰემოგლობინი არ მისცემს ჟანგბადს უჯრედებს, თუ სისხლში არასაკმარისი რაოდენობის ნახშირორჟანგია." ანუ, როდესაც სუნთქავ ღრმად და სუნთქვა ხშირდება, ხდება ნახშირორჟანგის გამოდევნა და სისხლი გამდიდრებულია ჟანგბადით, ანუ უჯრედები "იხრჩობიან" ჟანგბადით.
💫 ანუ სასიცოცხლო პოტენციალის ძალა, არა ჟანგბადის ჩასუნთქვის, არამედ ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვის დროს, პაუზის დროს იბადება. სუნთქვის შეკავების დროს (ინტერვალური ჰიპოქსია) ორგანიზმში ხდება შემდეგი ცვლილებები:
🫴 ელენთა სისხლში მილიონობით ახალ ერითროციტს გადაისვრის.
🫴 თავის ტვინში და გულის კუნთში ფართოვდება და ფუნქციონირებას იწყებენ მიძინებული კაპილარები.
🫴 მიტოქონდრიები - ჩვენი უჯრედული "ელექტროსადგურები იქოქებიან", მაგრამ მთავარი ხდება ჩვენს ფსიქიკაში.
✋ სუნთქვის გაჩერების დროს, ჩერდება გონება - ეს მეტაფორა არაა, ფიზიკურად ჩერდება. ნეირონული აქტივობა მაქსიმალურად შენელებულია, რადგან ტვინი ენერგოდაზოგვით რეჟიმში გადადის.
✋სწორედ ესაა მენტალური სიჩუმის, სიმშვიდის მდგომარეობა, რომელსაც უამრავ სხვადასხვა ეზოთერულ და რელიგიურ პრაქტიკაში იყენებენ.
ამ დროს 👇
🫴ნერვული სისტემის გადატვირთვის გამო გონება მშვიდდება
🫴ინტუიცია ძლიერდება
🫴 კონცენტრაციის უნარი მატულობს
🫴 ტვინი გადადის თეტა * რეჟიმზე/ რიტმზე“, - წერს ქეთი ოდიშელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ძალიან ლამაზია, ჰგავხართ ერთმანეთს...“ - ბაბი კირკიტაძე დედასთან ერთად გამოჩნდა