
რამდენიმე დღის წინ მომღერალი ნუცა ბუზალაძე დაინიშნა, მისი რჩეული ცნობილი ამერიკელი აგენტი დარენ პრინცია.
მან ნიშნობა მეგობრებთან ერთად აღნიშნა.
ახლახან მომღერალმა რჩეულთან ერთად გადაღებული ახალი კადრები გაავრცელა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
„ნუცი, სულ ასე ებრწყინოს შენს თვალებს, მშვენიერო. დაგლოცოს უფალმა რჩეულთან ერთად“.
„როგორ უხდებით ერთმანეთს გარეგნობით, ხასიათებით“.
„იბედნიერე, იხარე მშვენიერო და ჩვენც გვახარე შენი კეთილის მსურველები შენი ბედნიერი სახით✨️🥰❤️მიხარია ამ გოგოს დანახვა რომ ვხედავ ბედნიერს, მაგარი შეგრძნებაა“, - წერენ კომენტარებში.
„I said yes!!! to my super agent, my best friend, and now… my future husband.
Darren ჩემს ცხოვრებაში მაშინ შემოვიდა, როცა American Idol ის ფინალში ვმღეროდი. ის არ იყო უბრალოდ აგენტი, ის იყო სუპერ აგენტი!
მას შემდეგ რაც კონტრაქტი გავაფორმე მის კომპანიასთან, ყოველთვის ჩემზე მთელი გულით ზრუნავდა და ჩემი კარიერისთვის შეუძლებელს აკეთებდა, მაგრამ რაც დროთა განმავლობაში შევნიშნე, იყო უფრო ღრმა და ნამდვილი, მან ჩემი გული მოიპოვა, იმ გზით, როგორითაც მხოლოდ ღვთისგან მოვლენილი სიყვარული ახერხებს
თავიდანვე ჩვენი კავშირი რწმენაზე, სიმართლეზე და ღვთის სიყვარულზე იყო დაფუძნებული.
ის გახდა ჩემი ყველაზე ახლო ადამიანი, ვის გვერდითაც თავს ყველაზე დაცულად და ბედნიერად ვგრძნობდი.
როცა ლოს-ანჯელესში გადავედი, ჩვენი ურთიერთობა სულ სხვა დონეზე ავიდა. მივხვდი, რომ ჩემი გრძნობები მის მიმართ მხოლოდ პროფესიული აღარ იყო, ეს იყო ნამდვილი სიყვარული.
ხშირად ვლოცულობდი და ვთხოვდი უფალს, რომ გამოეგზავნა ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც ჩემს ღირებულებებს დააფასებდა, რომელიც სიგიჟემდე შემიყვარებდა, რომელიც ყოველ დღე დედოფლად მაგრძნობინებდა თავს, გულით გამაცინებდა და თავს ყველაზე იღბლიან ქალად მაგრძნობინებდა და ღმერთმა ნამდვილად გამომიგზავნა ასეთი ადამიანი.
ახლა, როცა ჩვენს ახალ თავგადასავალს ვიწყებთ, სიყვარულით და მადლიერებით ვამბობ: დიახ, ბედნიერი ვარ და მზად ვარ გავხდე Mrs. Prince“, - წერდაა ნუცა ბუზალაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ოფიციალურად გაქართველდა“ - მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა ქართული ღვინო ყანწით დააგემოვნა
⭕ ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი მეუღლეებთან ერთად კანში ისვენებენ