Digest Logo

🎥 გვიწევს თუ არა ჩუქებისას საშემოსავლო გადასახადის გადახდა?

1731309529
ჩუქება მემკვიდრებზე

„თუ ჩუქება ხდება პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეზე(შვილი, მშობელი, მეუღლე, დედმამიშვილი, დისშვილი, ძმისშვილი) არ იხდის საშემოსავლო გადასახადს, თან ეს არ არის პატარა თანხა. მესამე, მეოთხე რიგის მემკვიდრე( ბებია, ბაბუა, მამიდა, დეიდა, ბიძა) თუ 150 000 ლარამდეა ქონება, თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. მაგრამ თუ ნაჩუქარი იქნება ფულადი თანხა, უძრავი ქონება, რაც 150 000 ლარს აღემატება, მაშინ მოუწევთ საშემოსავლოს გადახდა. ისეთ შემთხვევაში, თუ ჩუქება ხდება ისეთ ადამიანზე, რომელიც სამკვიდრო რიგში არ შედის, საშემოსავლო გადასახადიდან თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ საჩუქარის ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს“, - ამის შესახებ სამართლის ასოცირებულ პროფესორმა, იურისტმა, თამარ კერძაიამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.