მსახიობი, ფოტომოდელი, ინფლუენსერი და თავის მოვლის ბრენდის – „თამოსკინის“ დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე წლებია ქართულ შოუბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სახედ რჩება.
მან თავისი მიზანდასახულობით ბევრ ადამიანს შეაყვარა თავი.
ყველა გოგო ოცნებობს საკუთარ ბიზნესზე, ბევრ ფულზე, ბრჭყვიალა კაბებზე, მოგზაურობაზე და არც თამო ვაშალომიძე ყოფილა გამონაკლისი.
თუმცა, ერთ დღეს, ცნობილი კინოვარსკვლავების გვერდით, წითელ ხალიჩაზე თუ მოუწევდა გავლა, მილანში საკუთარ მაღაზიას გახსნიდა და უცხოური ფილმის გადასაღებ მოედანზე დაპატიჟებდნენ, ამაზე ფიქრს ნამდვილად ვერ გაბედავდა და არც კი იოცნებებდა.
დღეს თამომ კიდევ ერთი ოცნება აიხდინა - მსახიობის პრემიერამ წარმატებით ჩაიარა.
კადრებს სოციალურ ქსელში თამოს მეგობრები ავრცელებენ და მას კიდევ ერთ წარმატებას ულოცავენ.
„ვამაყობ შენით“.
„ჩვენი გოგოს სასცენო დებიუტი“.
„მიყვარხარ“, - წერენ სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „იმსახურებ... ძალიან მაგარია“ - შორენა ბეგაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობს
⭕„დილის ჩიტი“ - ლევან ქარაზანიშვილის მეუღლე პატარა მატილდეს ფოტოებს გვიზიარებს