ცნობილი მომღერალი დავით კენჭიაშვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში, მის სიმღერებს სოციალურ ქსელებში ნახევარ მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.
საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე Silk Way Star დათო კენჭიაშვილი ჟიურის საპატიო წევრად არის მიწვეული, სადაც სიმღერა „იორო“ შეასრულა.
კადრებს მომღერალი სოციალურ ქსელში გვიზიარებს:
„არსებობს ერთი განსაკუთრებული განცდა, როცა ქართული ბგერები და ხმოვანება სხვა ქვეყანაში გაგაქვს.
ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ჩემი ხალხის ხმა საზღვრებს სცდება.
სადაც არ უნდა ვიყო, თან ვატარებ ჩემს ქვეყანას, ისტორიას და იმ ემოციას, რომელსაც ქართული სიმღერა ჰქვია“, - წერს დათო კენჭიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: