ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ტაქსის მძღოლთან დიალოგს სოციალურ ქსელში ასაჯაროებს და წერს, თუ როგორ შენატროდა 90-იანი წლების ურთიერთობებს ის.
„ტაქსის მძღოლი მეუბნება, რანაირი დროა, რას დაემსგავსა ხალხი, სიყვარული დაკარგეს, ერთმანეთის პატივისცემაცო... ხომ ჯოჯოხეთი ტრიალებდა, მაგრამ 90-იანებში ურთიერთობები უფრო ჯანსაღი იყოო, ერთმანეთი გვიყვარდა და გვიხაროდაო. ვის და ვისმეთქი? მთლად მზად არ იყო პასუხისთვის. იფიქრა, იფიქრა და ...მეგობრებსო, მეზობლებსაცო, ტელევიზორს ერთად ვუყურებდით და სუპს ეზოში ერთად ვხარშავდითო. კიდევ-მეთქი? კუბოს თავსახურებს რომ ჰპარავდნენ ერთმანეთს და გასვენებამდე გამოსასყიდს სთხოვდნენ, გახსოვს-მეთქი? ამის გახსენებაზე ისიც გაახსენდა, კარზე თუ ვინმე დააკაკუნებდა, გადატენილი ავტომატით მივდიოდი გასაღებადო... ყოველ მეორე დღეს უბანში მინიმუმ თითო მკვლელობა ხდებოდაო, კურტკის გახდის გამო ვინმეს რომ არ მოვეკალი, ლიმონკა მედო ჯიბეშიო. შებინდებულზე გარეთ ვერ გავდიოდითო..... ხოდა მეუთხარი, ოქროს დრო ყოფილა ჩემო კარგო, ოქროსი, რაც მეტი დისტანცია, მით მეტხანს იცოცხლებ ფიზიკურად -მეთქი, ნუ ახლა მორალურზე მთლად გარანტია ვერ მივეცი.
ყველა წარსულში, გუშინდელშიც და წლების წინანდელშიც მხოლოდ ის ხალხი მენატრება, რომ აღარ არიან და მათი არსებობით სავსე ჩემი თავი“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„კარგი დღეა საკუთარ სურვილებში, ღირსებებსა და ნაკლოვანებებში გასარკვევად“ - მიხეილ ცაგარელი
🔵„ვინც „დაამთავრა“ კოვიდი, ეს პოსტი არ წაიკითხოთ“ - გიორგი ფხაკაძე