Digest Logo

თათია შარანგია შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს - „ჩემი ცხოვრების კაცი“

1746287939
თათია შარანგია

ცნობილი ტელეწამყვანი თათია შარანგია, რომელიც მისი პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე მუდამ ინტერესის ობიექტია, პერიოდულად საზოგადოებას პირადი ცხოვრების და მოვლენების შესახებ სიახლეებს უზიარებს.

ცოტა ხნის წინ იგი მეუღლეს ჯარჯი თორაძეს დაშორდა. 

ახლახან კი სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა:

„ჩემი ცხოვრების კაცი“, - წერს თათია შარანგია.

შეგახსენებთ, თათია შარანგიამ ჯარჯი თორაძეზე 5 ივნისს, საკუთარ დაბადების დღეზე იქორწინა. მათი თანაცხოვრება ხმაურიანად დაიწყო, რადგან ქორწინებიდან რამდენიმე თვეში, სულ ცოტა ხნის წინ, თათია წერდა, რომ მისი და ჯარჯის სიყვარული დასრულდა. მოგვიანებით კი განმარტა, რომ ეს განცხადება, კამათის ნიადაგზე, გაბრაზებულმა დაწერა და მეუღლეს არც ერთი წუთით არ დაშორებია.

„ჯარჯი გახდა ჩემი საყრდენი. ემოციური ბალანსი. თითქოს ეს ემოციური ბალანსი 15 წუთში ჩამოინგრა. ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. ალბათ, დავასწარი მოვლენებს..

გამოხმაურებები რომ წავიკითხე, არამძაფრი რეაქცია მქონდა. ვიფიქრე, რომ ავაღელვეთ ადამიანები, რომლებსაც ვუყვარვართ და გვგულშემატკივრობენ.

ეს იყო ჯარჯისთან პატარა კონფლიქტი, მაგრამ მე ვარ ძალიან ემოციური ადამიანი და ჩამოიშალა დიდი სიყვარული, ერთ წამში დამთავრდა ჩემთვის და გადავწყვიტე, რომ ჩემი გულშემატკივრებისთვის უნდა გამეზიარებინა ეს ამბავი. შეიძლება აფექტური იყო და შეიძლება შემეშალა, მაგრამ დავწერე.

სტატუსი ორ საათში წავშალე, მაგრამ განხილვა სოციალურ ქსელში დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და რიგმა ადამიანებმა გვაჩვენეს თავიანთი ნამდვილი სახე. ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო, გავიგეთ, ვის ვუყვარვართ და ვის არა. შერიგება მარტივად მოხდა.

ჯარჯი ტორნადოსავით შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. ზოგადად ასეთი ადამიანია. ყველაფერი დაუგეგმავად მოხდა. სულ ვამბობდი, რომ კიდევ ერთხელ რომ მითხრას ვინმემ, რომ ოჯახი შევქმნათ და მე დავთანხმდე, ეს იქნება დიდი შეცდომა-მეთქი. მაგრამ ყველაზე დიდი გამართლება ჩემს ცხოვრებაში არის ის, რომ ჯარჯის შევხვდი. მისი წყალობით ჩემს თავს დავუბრუნდი.

სასტიკად ერთნაირები ვართ. ერთმანეთს რჩევებს ვაძლევთ და რაც მთავარია, ვითვალისწინებთ. მთელი ცხოვრება მისი მადლობელი ვიქნები, რომ ბავშვობაში და ჩემს თავთან დამაბრუნა“, –  ამბობდა თათია შარანგია.

ასევე დაგაინტერესებთ:

„არასდროს გამოიყენოთ ბამბის ჩხირები ცვილის მოსაშორებლად...“ - გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას აფრთხილებს

🎥 ალექსანდრა პაიჭაძე შვილთან ერთად მოგზაურობას განაგრძობს - „ჩვენ ვარსებობთ იმით, რასაც ვიღებთ და ვცხოვრობთ იმით, რასაც გავცემთ“

„არ შემიძლია, შენ რომ ფიქრობ ისე…“ - როგორ აეჭვიანებდა კონსტანტინე გამსახურდიას პირველი ცოლი