Digest Logo

„არ შემიძლია, შენ რომ ფიქრობ ისე…“ - როგორ აეჭვიანებდა კონსტანტინე გამსახურდიას პირველი ცოლი

1746276036
კონსტანტინე გამსახურდია

მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას ბიოგრაფია სავსეა გამორჩეული სიყვარულის ისტორიით. მისი პირველი მეუღლე რებეკა ვაშაძე იყო, რომელიც ჭიათურიდან გახლდათ. ისინი ქუთაისში სწავლობდნენ. 

კონსტანტინე გამსახურდია იგონებს:

„ერთხელ ვალტერ სკოტის „აივენჰო“ გვქონდა გაკვეთილად. ამ რომანის გმირს ჰქვია რებეკა. როდესაც გაკვეთილის მოყოლისას რებეკაზე დავიწყე საუბარი, გავწითლდი. ბიჭებმა იცოდნენ ჩემი სიყვარულის ამბავი და ფხუკუნი დაიწყეს, რაზედაც მე კიდევ უარესად გავწითლდი. მასწავლებელი კი გაკვირვებული მიყურებდა და ვერაფერს ხვდებოდა”.

პროფესორ სოსო სიგუას თქმით, სწორედ იმ პერიოდში კონსტანტინეზე უზომოდ იყო შეყვარებული რებეკას კლასელი ვერა აბდუშელიშვილი.

რებეკამ გადაწყვიტა, ვერა ჩამოეცილებინა გზიდან და კონსტანტინეს უთხრა, ვერა დაგცინის, კონსტანტინეს ქუსლმოქცეული ფეხსაცმელი აცვიაო. კონსტანტინე აღელვებულა, როდის არის ეს სიმართლეო. მისულა და გაულანძღავს ვერა აბდუშელიშვილი.

კონსტანტინე გერმანიაში რომ გაემგზავრა სასწავლებლად, იქიდან რებეკას წერილებს სწერდა. რებეკა კი ვერას გასაგონად ამ ბარათებს ხმამაღლა კითხულობდა.

ერთ-ერთ ბარათში კონსტანტინე რებეკას წერს:

„და თვით შენ უკიდურეს გულწრფელობისთვის არ შემიყვარდი? რებეკა! მე ძალიან მომინდა შენთან ლაპარაკი.

ღამის 1-2 საათია ვდგები… არ ვიცი, ამ წერილს გამოგიგზავნი თუ არა, მარა ეხლა დავწერ. გწერ იმას, რასაც ვგრძნობ. ეგებ შიშველი გრძნობაც იყოს, მაგრამ ხომ იცი, მე ისეთი სიყვარული მწამს, საცაა გულწრფელობა-სრული.

და მერწმუნე, რომ ჩემ სულში არ დარჩენილა ერთი კუნჭულიც, რომ შენთვის არ გამეცნო. იცოდე, რევეკა, ბევრხანს კიდევ შემიძლია ვითმინო უშენობა. შენზე სევდამ ჩემი სული გაასპეტაკოს, ცრემლებმა გაფურჩქნოს ჩვენი ტრფობის ყვავილი. მაგრამ იცოდე, სამუდამოდ შენგან შორს ცხოვრება არ შემიძლია.

მე მინდა, მარტო მე გიმზერდე, მე მესმოდეს შენი სუნთქვა. სულ შენთან ვიყო, გესმის… არ შემიძლია, შენ რომ ფიქრობ ისე…“, - წერდა კონსტანტინე გამსახურდია.

ასევე დაგაინტერესებთ:

ვინ იყო 22 წლის, ორი მცირეწლოვნის მამა, რომელიც ავარიაში დაიღუპა

„ბედნიერი დასვენება, მხიარული დღეები“ - ნინი ბადურაშვილი საფრანგეთში გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს

„ჩვენი მზერა შეხვდა ერთმანეთს და ამ დროს რაღაც ვიგრძენი...“ - ბიზნესმენ გიორგი კიწმარიშვილის სიყვარულის ისტორია