Digest Logo

„თავად უფალი ბრძანებს - „იცოდეთ, არ შეურაცხყოთ ერთი ამ მცირეთაგანი“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე?

1722017383
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც მთავარანგელოზ გაბრიელის ხსენების დღეზე წერს.

გიორგი ლობჯანიძე ჰყვება ისტორიას რომელიც, სწორედ მთავარანგელოზთან არის დაკავშირებული და მოჰყავს ბიბლიიდან მაგალითები.

„ზეციურ მწყობრთა შესახებ დეტალურ ინფორმაციებს წმინდა დიონისე არეოპაგელი გვაწვდის. დღეს, მთავარნგელოზ გაბრიელის ხსენების დღეა! გილოცავთ ყველას! მოდით ვისაუბროთ მის და სხვა ანგელოზების შესახებ:

თავიდან, წმინდა დიონისე არეოპაგელს ჰქონდა ელინური განათლება მიღებული. ის შეესწრო თავის მეგობარ აპოლოფონთან ერთად ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ჯვარცმას მზის დაბნელების დროს. „ახლა ან უფალი, მთელი სამყაროს შემოქმედი იტანჯება, ან ხილული სამყარო ასრულებს არსებობას”, - უთქვამს ეს მას მაშინ.

წმინდა დიონისე გამოირჩეოდა დიდი საღვთისმეტყველო ცოდნით და რაც მთავარია, მეცნიერული სწორი აზროვნებით. ზუსტი გადმოცემით, ანგელოზთა სამყარო 9 დასად იყოფა. თითოეული მათგანი, 3 საფეხურადაა გაშლილი. პირველ საფეხურზე არიან: სერაფიმები, ქერუბიმები, საყდარნი. მეორე საფეხურზე: უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი. მესამე საფეხურია: საწყისნი, მთავარნგელოზნი, ანგელოზნი.

იმდენად ღრმაა ჩვენი სამყარო და ღვთის საიდუმლოება მასში, რომ აბა შევხედოთ თავად უფალი რას ეუბნება იობს: ,,ოდეს იქმნნენ ვარსკვლავნი, მაქებდეს მე ხმითა დიდითა ყოველნი ანგელოზნი ჩემნი“. (იობ.38.7)
ჩვენი მატერიალური, ანუ ხილული სამყაროს შექმნამდეც კი, არსებობდნენ ანგელოზები, რომლებიც ადიდებდნენ უფალს. ანგელოზი ბერძნული ტერმინოლოგიის სიტყვაა, ქართულად მაცნეს ნიშნავს. მთავარანგელოზი, ანუ ,,არხე“, საწყისს ნიშნავს, ვიღებთ ანგელოზთა მთავარს, რასაც ვხვდებით წმინდა წერილშიც.

ერთ-ერთ მის ნაშრომში, როგორც ბ-ნი ედიშერ ჭელიძე გადმოგვცემს და მისი ნაშრომიც დაფუძნებულია წმინდა დიონისე არეოპაგელის ცოდნაზე, გვაუწყებს რომ გამცხადებლობითი თვისება ყველა ციურ არსებას აქვს, ოღონდ აქაც იერარქია დაცულია და ზემოდან ქვემოთ მოდის ცნობა, ანუ ინფორმაცია და უშუალოდ, ანგელოზთა მიერ ხდება კაცთათვის საუფლო სიტყვების გადმოცემა.

სწორი და ზუსტი სწავლებით, ვიცით, რომ თითოეულ ადამიანს ჰყავს მფარველი ანგელოზი, ბევრი იტყვის ღმერთთან შუამავალი რაში სჭირდება ადამიანსო, მაგრამ ეს ასე არაა. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენს დღევანდელ სამგანზომილებიან სამყაროში, სადაც გვაქვს დრო, სივრცე და დინამიკა მოძრაობითურთ, დაცემის დღიდან, რა წამს ადამიანი კარგავს მარადიულ სიცოცხლისუნარიანობას დედამიწა ხდება სამი შრიდან - რომელი სამი შრეც არსებობს, ესენია: ზესკნელი, შუასკნელი და ქვესკნელი - დედამიწა ხდება შუასკნელის პოზიციის მატარებელი, ანუ დედამიწაზე ხდება სულის გაწვრთნა, ჯაფით და ოფლის ღვრით, ხოლო აქ სიმძიმეების ამკიდებელი არის დემონი, თავისი დემონური ენერგიით.

ხოლო, იმისთვის, რომ ადამიანი არ მოექცეს ბოლომდე ეშმაკის კლანჭებში და მას შეზღუდული ჰქონდეს ჩვენზე ბატონობა, აუცილებელია, რომ პარალელურად მფარველი ანგელოზი ჰყავდეს ყველა ადამიანს დაცვისა და კეთილდღეობისათვის.

ამის შესახებ კი, თავად უფალი ბრძანებს: „იცოდეთ, არ შეურაცხყოთ ერთი ამ მცირეთაგანი, რადგან გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ცაში მარად ხედავენ ჩემი ზეცათა მამის პირს“ (მათ. 18,10).

თუ ადამიანი, ხშირად, ესაუბრება მის მფარველ ანგელოზს, ითხოვს შველას, არის სწორი სარწმუნოების წევრი და დამცველი, იცავს სწორ ქრისტიანულ მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო ლოგიკას, რაც გამოიხატება მის ქმედებებსა და ცხოვრების სტილში, ბუნებრივია ღმერთთან მყოფობით ანგელოზები კიდევ უფრო ეხმარებიან ადამიანებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ საერთოდ აცდენილია ადამიანი განვითარების გზებს, დემონი ხდება მისი მმართველი, თანაც ისე, რომ ვერც იგებს ამას ინდივიდი.

მთავარანგელოზი გაბრიელი ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნეა. ის, ძველ აღთქმაშიც გვხვდება და მოსე წინასწარმეტყველს გამოეცხადა ფარაონის ხელთაგან გამოქცეულს, რომელსაც ასწავლა სამყაროს შესაქმის დღეები, მანამდე კი წერა-კითხვა, პირველი კაცის ადამის შექმნის ამბავი, აუწყა წარღვნის შესახებ, ასწავლა პლანეტათა და სტიქიათა განლაგება სამყაროში, მათ შორის, თქვენ წარმოიდგინეთ, საუბარია არითმეტიკაზე, მათემატიკაზე, გეომეტრიაზე და ყოველგვარ სიბრძნეზე, რაც სჭირდებოდა ადამიანს.

ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებს, სწორედ ის ამცნობდა მესიის განკაცებას. ის გამოეცხადა ღვთისმშობლის მშობლებს და ახარა ქალწულის დაბადება, რომელიც იქნებოდა მიწაზე მშობელი უფლისა. თავად ღვთისმშობელსაც ეცხადება და ახარებს ამ ამბავს ... ეცხადება ასევე, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მშობლებს და ამცნობთ მათ ძის დაბადებას, რომელიც იქნებოდა უფლის წინამორბედი.

როცა ადამიანი მიდის განღმრთობის გზაზე, მას ეუფლება სხვადასხვა საუფლო ნიჭები. ნიჭი შესაძლოა იყოს განკურნების, კაცთათვის დაფარული სასწაულის მოხდენის, წინასწარმეტყველების და სხვა. წმინდა მამები, რომლებიც წინასწარ გრძნობდნენ ამ ქვეყნიდან გასვლის დღეებს, მათაც კი ეცხადებოდათ მთავარანგელოზი გაბრიელი და გადასცემდათ ამ ცნობას.

ესოდენ, მთავარანგელოზი გაბრიელი ხატებზე სამოთხის რტოთია გამოსახული, რაც მიართვა ღვთისმშობელს, ასევე ხელთ უპყრია ცეცხლოვანი ლამპარი - ევედრებიან სხვადასხვა სიძნეელბის ჟამს, დახსნასა და წონასწორობის მოპოვებაში. ასევე, რომ გათავისუფლდნენ დაბნეულობისგან, მიაღწიონ სამართლიანობას და საღვთო სიბრძნეს, მიმართავენ სხვა ადამიანებთან ეფექტური კონტაქტისა და შვილების კარგად აღზრდისთვისაც.
სიტყვა გაბრიელი კი - ღვთის ძალას ნიშნავს.

გილოცავთ, კიდევ ერთხელ მისი ხსენების დღეს! გვიმფარველოს და გონება აგვიხილოს უფრო მეტად რომ დავინახოთ ჭეშმარიტება და სიმართლე!

სხვა მხრივ, გეტყვით რომ თქვენც მოიძიოთ უფრო მეტი ინფორმაცია მის შესახებ, ბევრი წერია ქართულ ორთოდოქსულ და უცხოურ ვებგვერდებზეც ცნობილი და კარგი მკვლევრების ნაშრომების მიერ დადებული მასალები, რასაც მეც ვეცნობი და აქტიურად ვცდილობ კვლევა-ძიებას!

კეთილი და პოზიტიური სურვილებით, მშვიდობიან დღეებს გისურვებთ!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სახლიდან თავად გავაცილე... ეცვა ნაცრისფერი ზედა“ - ქუთაისი-ზესტაფონის ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცს ეძებენ

🎥 „საუკეთესო საზაფხულო სიმღერების პოპური“ - საოცარი შესრულება თიკა ფაცაციას და აჩიკო სოლოღაშვილისგან

🎥 „ასე ვემსახურებით ამას...სამზარეულოდან მიგვყავს სასტუმროში“ - რა კადრებს აქვეყნებს გიორგი ჭინჭარაული?