Digest Logo

თბილისის №51 საჯარო სკოლა განცხადებას ავრცელებს

1721737965
51 სკოლა სკოლა

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის თბილისის №51 საჯარო სკოლა სასწავლო დაწესებულებიდან მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის, მანანა ღვინჯილიას გათავისუფლების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მანანა ღვინჯილია სკოლიდან პოლიტიკური ნიშნით არის გათავისუფლებული, სიმართლეს არ შეესაბამება და აღნიშნული სკოლის დისკრედიტაციას ემსახურება.

„სსიპ - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის თბილისი №51 საჯარო სკოლის განცხადება
ვეხმიანებით, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის განცხადებას იმის შესახებ, რომ თითქოს ქალბატონი მანანა ღვინჯილია, სსიპ - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისი №51 საჯარო სკოლიდან გათავისუფლებულ იქნა პოლიტიკური ნიშნით. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება სკოლის დისკრედიტაციას.

მოგახსენებთ, რომ მანანა ღვინჯილია სკოლაში განსაზღვრული იყო დასუფთავება-ჰიგიენაზე პასუხისმგებელ პირად და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორად. მისი გათავისუფლება მოხდა არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ არაერთი დისციპლინური გადაცდომის გამო. არსებული ფოტო და ვიდეო მასალებით დგინდება მისი გულგრილი და ზერელე დამოკიდებულება დაკისრებული მოვალეობისადმი. აქვე გაცნობებთ, რომ გათავისუფლებამდე მას მიეცა შენიშვნა და შემდეგ უკვე საყვედური. მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, მან ჯეროვნად არ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, რის გამოც 2024 წლის 18 ივლისს მასთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა.

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური სპეკულაცია სკოლის მიმართ და მოვუწოდებთ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის განცხადებებისგან და ცილისწამებისაგან!“, - წერს №51 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია.

ცნობისთვის, პედაგოგი მანანა ღვინჯილია ერთ-ერთ ოპოზიციურ არხზე სტუმრად იმყოფებოდა, სადაც გააჟღერა რომ იგი სკოლიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჯანმრთელობა სიმდიდრეა...“ - რა ფოტოს ავრცელებს ილია თოფურიას ორსული ცოლი?

🎥 საქართველოს ფოსტის სახელით შექმნილი ყალბი ვებ გვერდები, რომლითაც ბოროტმოქმედებს ვამდიდრებთ - რა უნდა ვიცოდეთ?

🎥 „ყველაზე ბედნიერი ეტაპი იყო ემიგრაციაში ცხოვრება...უნდა ემუშავა რამდენიმე სამსახურში, რომ მე წარმატებული ვყოფილიყავი“ - თაკო ჩორგოლაშვილის ემოციური ინტერვიუ დედაზე